"მხარს ვუჭერთ მკაცრი გადაწყვეტილებების უფრო გაღრმავებას" - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი "ოცნებას" აფრთხილებს

პოლიტიკა 1751710712

ბაიბა ბრაჟე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი "ქართულ ოცნებას" აფრთხილებს -  ინტერვიუში, რომელიც ბაია ბრაჟემ  "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორს, რიკარდ იოზვიაკს მისცა, ის  ამბობს, რომ ევროკავშირში მხარს უჭერენ "ოცნების" წინააღმდეგ "მკაცრი გადაწყვეტილებების უფრო გაღრმავებას".

ევროკავშირს არ უნდა ქართველი ხალხის დასჯა - აცხადებს ლატვიელი დიპლომატი, რომელმაც ამ განცხადებით "ოცნებასა" და ქართველ ხალხს შორის გამყოფი ხაზი გაავლო.

ბრაჟემ იოზვიაკთან ინტერვიში ისაუბრა დაპატიმრებულ ოპოზიციონერ ლიდერებზე და მკაცრად გააკრიტიკა ის შემზღუდავი კანონები, რომელსაც "ოცნება" იღებს.

 

ჩვენი მიზანი არ არის ვინმესთვის სანქციის დაწესება, მიზანია დაჯილდოება ევროპული ინტეგრაციისთვის.
საქართველოს ჰქონდა ყველა პერსპექტივა, რაც ქართველ ხალხს სურს, რაც სავარაუდოდ ხელისუფლებასაც უნდა სურდეს, მაგრამ ქმედებები საწინაამდეგოს აჩვენებს. ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი
დემონსტრანტების  დაკავებები ქუჩებში და კანონმდებლობის შეცვლა, რაც ზღუდავს საბაზისო უფლებებს და თავისუფლებას, ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ამიტომ, ჯილდოს ნაცვლად, მიღებულია
საკმაოდ მკაფიო გადაწყვეტილებები, როგორც ევროკავშირში, ასევე ეროვნულ დონეზე. ეს ნაბიჯები არ არის მიმართული ქართველი ხალხის წინაამდეგ, ეს არის კონკრეტული ადამიანებისა და
ხელისუფლების მიმართ. უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის შეჩერებულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ნაბიჯების უფრო გაღრმავებას. ეროვნულ დონეზე ჩვენ საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილებები მივიღეთ და “პერსონა ნონგრატას” სიაში შევიყვანეთ ადამიანები, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ლატვიაში ვერ შემოვლენ. იგივე სხვებმაც გააკეთეს, რაც მკაფიო სიგნალია.
დადგება თუ არა კითვის ნიშნის ქვეშ ასოცირების შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა - ეს კითხვა იოზვიაკმა ბრაჟეს დაუსვა, თუმცა ლატვიელ დიპლომატს ჟურნალისტის კითხვაზე ცალსახა პასუხი არ ჰქონდა.

 

ჩვენ უნდა გადავხედოთ ასოცირების ხელშეკრულების კონკრეტულ მუხლებს და ვნახოთ, შეესაბამება თუ არა ამ ქვეყნის ქცევა ამ მუხლებს. ეს არ არის წევრი ქვეყნების კომპეტენცია - ასეთი შეფასება ევროკომისიასა და მის შესაბამის სამსახურებს ეკუთვნით. როდესაც ისინი დადებენ მკაფიო შეფასებას, რომ რაღაც წინააღმდეგობაში მოდის ხელშეკრულებასთან, მაშინ წევრი სახელმწიფოები განიხილავენ გადაწყვეტილებების მიღებას - ან არა.ამ თემაზე დახურულ კარს მიღმა მიმდინარე დისკუსიებზე ტელევიზიით ვერ ვისაუბრებ, ბოდიშით", - განაცხადა ბრაჟემ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკიი
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული“ - ზელენსკი

"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1765829803

დოროთე ყურაშვილ
ვიდეო: „დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი“ — არქიმანდრიტი დოროთე

„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...

პოლიტიკა 1765829693

ხაინდრავა
გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და 955 000 ლარს მიიღებს

ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...

პოლიტიკა 1765829449

არქიმანდრიტ დოროთე
არქიმანდრიტ დოროთეს საპატრიარქომ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.   განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...

პოლიტიკა 1765814591

აქტივისტი ქალი
„ვითხოვდი წყალს, ვუთხარი, რომ შესაძლებელი იყო, ხელში ჩავკვდომოდი “- აქტივისტი ქალი "გამტაცებელს" ასახელებს

სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება.   ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...

პოლიტიკა 1765810555

ზარქუა
"კარგად დაიწყო, მაგრამ..." - ზარქუა ტრამპით უკმაყოფილოა

"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება.   "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...

პოლიტიკა 1765809136