„მკითხეს, ავიღე თუ არა ანაზღაურება BBC-სთვის კომენტარის მიცემაში“ - ეკა გიგაური
პოლიტიკა • 1764765946
გამოძიება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღამსრულებელი დირექტორთან არკვევდა, აიღო თუ არა ანაზღაურება BBC-სთივს მიცემულ კომენტარში.
განცხადება ეკა გიგაურმა თბილისის სამოქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ გააკეთა.
მესამე სექტორის წარმომადგენლის თქმით, მისთვის დასმული კითხვები ეხებოდა მის საქმიანობის სფეროსაც.
"გამოკითხვა გაგრძელდა დაახლოებით 15-20 წუთი. ვისაუბრე იმაზე თუ ვინ ვარ მე, სად დავიბადე, რა განათლება მაქვს და სად ვმუშაობ. ასევე კითხვები ეხებოდა იმას, რომელიმე ჩემი განათლება უკავშირდება თუ არა სამედიცინო განათლებას, რაც ასე არ არის. ასევე საუბარი იყო იმაზე, ავიღე თუ არა ანაზღაურება კომენტარის მიცემაში, რაც ასევე გაუგებარი კითხვა იყო ჩემთვის, და კიდევ ერთხელ ვისაუბრე, რას ვფიქრობ ქართულ ოცნებაზე, იმ განცხადებებზე, რომელსაც ვაკეთებ ხოლმე ოცნების ქმედებებთან დაკავშირებით". - თქვა გიგაურმა.
მისი თქმით, გამომძიებლებს არ დაუსვამთ შეკითხვები მოწამვლასთან დაკავშირებით.
მართალი გითხრათ, არ ვიცი რატომ დამიბარეს, ყველაფერი ის, რაზეც ვისაუბრე გამოკითხვაზე, ვსაუბრობ ხოლმე ამას საჯაროდ, მედიაში. ამ ინტერვიუდან რამე ახალი ვერც მათ გაიგეს და რაში შეიძლება გამოადგეთ ეს ყველაფერი მე არ ვიცი. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის, რომ მე ჩემი პოზიციების დაფიქსირებას გავაგრძელებ როგორც საერთაშორის, ისე ადგილობრივ მედიაში"- აღნიშნა TI-ის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ამ ყველაფერს ხელისუფლების წარმომადგნლებუ აკეთებენ იმისთვის, რომ გადაფარონ სავარაუდო დანაშაული.
სავარაუდო დანაშაული არის ის, რომ ქართველი ხალხის და მომიტინგეების წინააღმდეგ იყო გამოყენებული გარკვეული ქიმიური საშუალება, რომელსაც ისინი არ ასახელებენ, არ ამბობენ რა იყო. შეუძლიათ, რომ გამოაქვეყნონ. ჩვენ ვამბობთ, რომ მთელი წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებდა საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია შსს-მ გამოაქვეყნოს ინფორმაცია თუ რა ტიპის ქიმიური საშუალებები გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ"- დასძინა გიგაურმა.
სალომე ზურაბიშვილი სოცქსელში წერს:ვაი! ჩემ პოსტებზე თქვენი უხამსი კომენტარების წაშლა მომიწევს … თორემ თქვენ დაგიჭერენ ჩემო ძვირფასო, ჩემზე ჩასაფრებულნო, ნაცნობ თუ უცნობ ტროლ-ბოტებო!
სოცმედია • 1779131627
"დრონები დაფრინავენ, რაც უსიამოვნო და საშიშია. უკვე თვეზე მეტია, ჩემს შვილებს დერეფანში სძინავთ. საგარდერობე ოთახშიც. 9 მაისს, ჩემმა 6 წლის შვილმა, რომელსაც ომთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს, მაგრამ...
სოცმედია • 1779126626
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი განათლების ცენტრ LEAF-თან დაპარტნიორდა. თანამშრომლობის ფარგლებში...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1779125323
ივანიშვილის პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სასახლეში კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლა. ყაველაშვილის ცნობით, შეხვედრას...
საზოგადოება • 1779125198
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მამუკა მდინარაძის მიერ ცენზურის სამმართველოს შექმნის ინიციატივას ასე ეხმაურება: „ანუ ოპოზიციამ რომ ვაგინოთ აქ ერთმანეთს, მდინარაძე და ის ნაკვები კაცი დაგვსჯიან?”
სოცმედია • 1779125083
,,რუსთავი 2”-ის სამხატვრო ხელმძღვანელი ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,რა მორალის უნდა იყო ადამიანი, რომ დაუშვა, რომ უწმინდესის დაკრძალვის ღონისძიებაში რაიმე ანაზღაურება შეიძლებოდა ამეღო?რა ტალ...
სოცმედია • 1779124766











