„მოიკითხეთ, ივანიშვილის მიერ ხალხის ჯიბიდან ამოღებული 400 მილიონი... გამოაქვეყნეთ ბიუტეში საკუთარი შენატანებიც და ჩემიც“ - მამუკა ხაზარაძე „ოცნებას“ მისი ოჯახის მიმართ „აღვირახსნილ კამპანიაში“ ამხელს
პოლიტიკა • 1754317784
მამუკა ხაზარაძე „ოცნებას“ მისი ოჯახის მიმართ „აღვირახსნილ კამპანიაში“ ამხელს. საქმე ეხება გერმანიის ელჩისა და ხაზარაძის მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებას, რომელიც ხაზარაძის განმარტებით, გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით.
ამ ის შესახებ პატიმრობაში მყოფი „ლელოს“ ლიდერი ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბრობს.
„ბოლო 3 დღეა ბიძინა ივანიშვილის მონა თუთიყუშებმა, ე.წ. დეპუტატებმა, ვოლსკიმ, შარმანაშვილმა, შაქარაშვილმა და მათმა პროპაგანდისტულმა მედიამ, აღვირახსნილი კამპანია დაიწყეს ჩემი ოჯახის მიმართ.
სამწუხაროდ, მხოლოდ დღეს მეძლევა საშუალება პასუხი გავცე ამ უსინდისო პროპაგანდას.
საკითხი ეხება გერმანიის ელჩისა და ჩემი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით. თუმცა, ჩვენ მიერვე წინა კვირას აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, რაც წყაროსთან დაბეგვრ - არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია. ჩვენივე მიმართვის საფუძველზე საგადასახადო სამსახურში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია და ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული, რითაც საკითხი სრულად ამოიწურა.
აქვე, მინდა გავახსენო ამ ცრუპენტელებს, რომ ჩემი და ჩემ მიერ შექმნილი კომპანიები ყოველწლიურად ასეულ მილიონ ლარს იხდიან ბიუჯეტში!
ბევრჯერ მოგმართეთ თქვენც და ბიძინასაც, რომ გამოაქვეყნოს საკუთარი შენატანები ბიუჯეტში და ამავდროულად ჩემიც.
ასევე, არ დაგავიწყდეთ მოიკითხოთ ის 400 მილიონი ლარი, რომელიც სულ ახლახანს, იანვარში, ამოუღო ქართველ ხალხს და ბიუჯეტს ჯიბიდან იმ "ოფშორების" კანონით, რომელიც სპეციალურად მისთვის დაწერეთ.
თუმცა, რუსი, კორუმპირებული „ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტატებისგან გასაკვირი არაფერია.
ამ და ბევრ სხვა დანაშაულზეც, ქართველი ხალხი სათანადო პასუხს გაგცემთ!“ - წერს მამაუკა ხაზარაძე.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










