"მომესმა თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ?“ - წილოსანი იოსელიანის ანგარიშზე
პოლიტიკა • 1749564156
"მომესმა თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ? იმიტომ მეუცნაურა ნამდვილად.კვირების მანძილზე პოლიციელები იცავდნენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის სტაბილურობას და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, სიმშვიდეს, მშვიდობიან ცხოვრებას, იცავდნენ იმას, რომ რევოლუცია არ მომხდარიყო, გადატრიალება არ მომხდარიყო, უდიდესი ზეწოლის, აღარ ვსაუბრობ იმაზე, პიროტექნიკა, ცეცხლსასროლი სხვადასხვა საშუალებები, ცივი იარაღი თუ სხვა საშუალებები, რაც გამოიყენებოდა და როგორც ხდებოდა პოლიციელებზე თავდასხმა, ამის მიღმა, ეს პოლიციელები უდიდესი ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესის წინაშე იყვნენ თითოეული დემონსტრანტის და მათ შორის იმ ჟურნალისტების მხრიდან, ვისზეც საუბრობთ. თუმცა არცერთი ფაქტი მე არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან, ყოფილიყო რაიმე არაკორექტული, ან თუ რაღაც ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, არ შეიძლება ეს იყოს განზოგადებული" | თქვა ნინო წილოსანმა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ანგარიშის წარდგენის შემდეგ. სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ანგარიშის წარდგენისას იოსელიანმა თქვა: "2024 წლის გაზაფხულის აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავების მიმართ პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ნოემბერ-მარტის აქციებზე არაპროპორციული ძალის გამოყენების წინაპირობა შექმნა".
კესო ძალიან თბილი და განსხვავებული იყო, ყველას დეტალებში აკვირდებოდა, მიხაროდა ასეთ რომ იყო.
საზოგადოება • 1769021333
“პირველებს” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ შენობაში კაცი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე...
კრიმინალი • 1769020534
საქართველოს ბანკი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1769020101
საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე 22 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება. ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგო...
საზოგადოება • 1769019571
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმუმზე განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის გავლით რუსეთში ტვირთების ტრანზიტი ითხოვა. მისი თქმით, გადაზიდვები ამჟამად საქართველოს გ...
მსოფლიო • 1769019481
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ის ეტაპია, როდესაც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ამაზე მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. "მე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1769019252











