"მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის მოუგია" - ამირან გამყრელიძე ჯანმრთელობის რისკებზე, რაც აქციების ძალადობრივმა დაშლამ შეიძლება გამოიწვიოს

პოლიტიკა 1733550172

ამირან გამყრელიძე

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ხანგრძლივად ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორიცაა ე.წ. ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი უკვალოდ არ ჩაივლის და იმოქმედებს, როგორც თავად პროტესტანტების, ასევე ახლოში მცხოვრები მოსახლეობისა  თუ თვითონ სპეცრაზმელების ჯანმრთელობაზე. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე წერს. გამყრელიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანა მწვავე პოლიტიკურ კრიზისშია. მისი თქმით, მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია.

მივმართავ მათ ვისაც ეს ეხება, დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში

 

გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს!

როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე, მეც ერთ-ერთი,  სპეციალობით ექიმი, ბევრის მნახველი და მონაწილე, მათ შორის კრიზისული სიტუაციების,  ვაკვირდები  მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მთელს საქართველოში, რომელშიც მონაწილეობს ასი ათასობით მოქალაქე, რომლის მსგავსი მასშტაბის არ მახსოვს.

სამწუხაროდ უკვე მე-9 დღეა  სახელმწიფო იყენებს, განსაკუთრებით თბილისში, სხვადასხვა ფორმის არაპროპორციულ ძალას და დაპირისპირება უკვე  მიუახლოვდა კრიტიკულ ზღვარს. როგორც ექიმი და ათეული წლების განმავლობაში პიროვნება მდგარი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე, ძალიან განვიცდი  ასეთ ესკალაციას, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და ამაზე მთელი პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფოს დაეკისრება.

პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილი ჩვენი მომავალი თაობა, ახალგაზრდობაა და მათზე ხელის აღმართვა დღეს გამოყენებული მეთოდებით, რაც ხდება და გამოიხატება ასობით ადამიანის მიზანმიმართული ტრავმული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაციაში, მათ შორის რთული დაზიანებებით და ათასობით ადამიანის ე.წ. ცრემლსადენი გაზით და წიწაკის სპრეით ხანგრძლივ ექსპოზიციაში (მრავალი დღის განმავლობაში ზემოქმედება), არცერთი მსგავსი პროტესტის დროს არ ყოფილა ქვეყანაში ჩემს მეხსიერებაში, თუ არ ჩავთვლით ცხრა აპრილს, როცა სამწუხაროდ იყო გამოყენებული სხვა ტიპის მომწამვლელი ნივთიერება და გვქონდა მსხვერპლი, ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსისგან. იყო მხოლოდ ერთჯერადი (ერთდღიანი) გამოყენება და დამერწმუნეთ ეს ხანგრძლივვადიანი ზემოქმედება უკვალოდ არ ჩაივლის ექსპოზირებული ადამიანების ჯანმრთელობის თვალსაზრისით, იქნებიან ესენი მშვიდობიანი პროტესტანტები, ახლოში მცხოვრები მოსახლეობა თუ თვითონ სპეცრაზმელები.

დარწმუნებული ვარ რომ ჩემი კოლეგები, სასწრაფო დახმარების თუ საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებენ ადამიანთა დროული სამედიცინო დახმარებისთვის, როგორც ყოველთვის და ისტორიულად ასეთი ტიპის კრიზისების დროს სამედიცინო პერსონალი ყოველთვის მოწოდების დონეზეა. მაგრამ საჭიროა, რომ აქციის მონაწილეებს რეგულარულად მიეწოდოთ სრული ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების დროს ჯანმრთელობის რისკების შესახებ და მათთვის ხელმისაწვდომი იყოს პრევენციული საშუალებები ადგილებზე (სულ მცირე N95 ნიღბები, ფიზიოლოგიური ხსნარი და წყალი კანის ზედაპირისა და სახის სწრაფი დამუშავებისა და ტანსაცმლის დეკონტამინაციისთვის, დაურიგდეს მათ ნაბეჭდი რეკომენდაციები, თუ როგორი პრევენციული ღონისძიებები გაატარონ ამ დროს და სისტემატურად ცხადდებოდეს ეს რადიოთი და სოციალური მედიით. ეს უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა).

თვალს ნუ დავხუჭავთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ის სულ უფრო და უფრო მწვავდება და ნუ შევიყვანთ მას გამოუვალ ჩიხში, საიდანაც გამოსვლა სულ უფრო ძალიან რთული იქნება. კარგად იცით, რომ ეს ახარებს მხოლოდ ერთ ქვეყანას, ჩრდილოელ მეზობელს, რომელსაც მუდმივი ქაოსი უნდა ამ ქვეყანაში და ნუ გავახარებთ მტერს.

ჩვენი ნამდვილი მეგობრები გვთავაზობენ გამოსავლის რეალურ გზებს, რომ ჩვენ კვლავ დავრჩეთ დასავლურ ორბიტაზე და ხელიდან არ გავუშვათ ევრო და ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დარჩენის  რეალური შანსი. ნუ დავუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას ქვეყნის განვითარების ამ გზაჯვარედინზე. ახალგაზრდობასთან ბრძოლაში ვერასოდეს ვერ და არ უნდა გაიმარჯვოს მამების თაობამ, ეს დიალექტიკის კანონია. ასეთი კრიზისის დროს ძლიერმა უნდა დათმოს და ეს სისუსტის ნიშანი არ იქნება, პირიქით სიბრძნისა და სწორი სტრატეგიული ხედვის.

კრიზისის განმუხტვის გასაღები ჯერ კიდევ თქვენს ხელშია. მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია ის ქვეყანას მხოლოდ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ნუ დავუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას და ნუ გავახარებთ  მტრებს!"  -  წერს ამირან გამყრელიძე

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უილსონი  დროშა
„მადლობელი ვარ, რომ ქართული დროშა მივიღე, აღფრთოვანებული ვარ გზავნილებით“ - უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს საქართველოდან გაგზავნილი დროშა გადასცეს.   უილსონი დროშასთან გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ ქართველი ხ...

პოლიტიკა 1737178484

არჩილ გუჩმანიძე
„დამიკავშირდნენ "კეთილისმყოფლები" და გადმომცეს: "ზევიდან" ითხოვენ, რომ შენ საბუთები უკან გამოიხმოო, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები გექნებაო, შენ ან შენო ოჯახის წევრებსო“ - ბსუ-ის რექტორობის კანდიდატი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი არჩილ გუჩმანიძე სავარაუდო ზეწოლის ფაქტზე საუბრობს და სოციალურ ქსელში წერს, რომ უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას აიძულებ...

პოლიტიკა 1737178309

ნანუკა ჟორჟოლიანი ნუცა ბუზალაძე
"იმედი მაქვს, რომ ეს სიმართლე ოდნავ მაინც შეგარცხვენს" - ნანუკა ჟორჟოლიანი ნუცა ბუზალაძეს

 ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ნუცა ბუზალაძეს მიმართავს. "უწყინარი კომენტარი დაგიწერე ფეისბუკზე და დამბლოკე ნუცა და ოქეი, ეგრე გააგრძელე… იმედი მაქვს, რომ ეს სიმართლე ოდნავ მაინც შეგარცხვენს, ახლა...

სოცმედია 1737177829

სააკშვილი
„საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მურუსიძე, ეს გვარი გაგონილი არ მქონდა“ - მიხეილ სააკაშვილი

„ხშირად იძახიან: „მურუსიძეები და რაღაც სააკაშვილის დროსაც იყო“. მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მაშინ მურუსიძე. ეს გვარი გაგონილი არ მქონდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვი...

პოლიტიკა 1737177638

დაუმორჩილებლობა ნიღბები
„დაუმორჩილებლობა ნიღბებით! სოლიდარობა მარიამ სიჭინავას“ - დღეს, 18 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისში, დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება

 გამოქვეყნდა: დღეს, 00:54     "დაუმორჩილებლობა ნიღბებით! სოლიდარობა მარიამ სიჭინავას!" - 18 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისში დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება მოქალაქეები ფილარმონიასთან 20:30 საათზე შე...

პოლიტიკა 1737177278

გიორგი ფოფხაძე ლევან იოსელიან
„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივაწვდი შენ “კაი კაცობებს” სადაც კი ხმა მიმიწვდება…“ – გიორგი ფოფხაძე ლევან იოსელიანს

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ლევან იოსელიანს მიმართავს: ,, სახალხო დამცველი კი არა, სახალხო @@@ ხარ შენ და წადი ახლა და მიჩივლე “დამწვარ სუდში”. ყველა საერთშორისო ინსტანციაში დაგხვდები და ყველა საერთაშორ...

სოცმედია 1737176833