მოსალოდნელია თუ არა დაჭერები კორუფციასთან დაკავშირებით - რას ამბობს მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1707732996    1477

კორუფცია

როგორი მეთოდებით აღმოფხვრის კორუფციას ახალი პრემიერი - მოსალოდნელია თუ არა დაკავებები - კობახიძის ანტიკორუფციულ პოლიტიკაზე მამუკა მდინარაძე საუბრობს.

როგორც მდინარაძემ თქვა, დაკავება კორუფციის წინააღმდეგ ერთადერთი საპრევენციო იარაღი არ არის, ხოლო თუ ადამიანი დასაკავებელია, იმას დააკავებენ.

როცა კორუფციის წინააღმდეგ ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს და კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით დაწინაურებული ვართ, შეგვიძლია სპეკულაციებისთვისაც კი აღარ დავტოვოთ სივრცე დინამიკაში იმდენად დიდი მასშტაბი შეიძლება მიიღოს კორუფციასთან ბრძოლამ - ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, "ნაცმოძრაობის" მეთოდებით, სახლებში შევარდნებითა და სატელევიზიო შოუებად წარმოჩენით არ უნდა მოხდეს", - ამბობს მდინარაძე.
მდინარაძის თქმით, ძალიან მკაფიო გზავნილები, რომელიც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველ სხდომაზე წარმოთქვა, ძალიან მარტივად გასაგები იყო.

პრემიერის გზავნილი იყო არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების მიმართ, არამედ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს მომავალში მოვლენები, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

როცა ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით ვართ დაწინაურებული, შეგვიძლია სპეკულაციებისთვისაც კი აღარ დავტოვოთ სივრცე დინამიკაში იმდენად დიდი მასშტაბი შეიძლება მიიღოს კორუფციასთან ბრძოლამ - ოღონდ ეს რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ მეთოდებით, სახლებში შევარდნებითა და სატელევიზიო შოუებით არ უნდა იყოს.

დინამიურად სწორი მოქმედებით შეიძლება კორუფციასთან ბრძოლის ინდექსში მსოფლიო ქვეყნების ათეულში აღმოვჩნდეთ. ამასთან დაკავშირებით პრემიერის გზავნილი შემთხვევითი არ იყო“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს, „ისევე როგორც ყველა ქვეყნის“, ერთ-ერთი გამოწვევაა ბიუროკრატიული საკითხები.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მაშინ, როდესაც შესაძლებელია, რომ რიგი საკითხები უფრო მარტივად გადაწყდეს, საჯარო მოხელე თუ ხელშეკრულებით აყვანილი პირი ბოლო ვადას არ უნდა დაელოდოს.

არაერთი ამბავი მსმენია, რომ მაგალითად საჯარო მოსამსახურეს რაღაც ინფორმაციის გაცემის 10-დღიანი ვადა აქვს და დღემდე შემორჩენილია ბიუროკრატიული ხარვეზი, როცა ვიღაც პასუხს ბოლო მეათე დღეს აგზავნის. ამით ბუნებრივია, მოქალაქეები ღიზიანდებიან და ამას გამოხატავენ. სწორედ ეს იყო პრემიერის გზავნილი, რომ სერვისები უნდა გაუმჯობესდეს - თუ შესაძლებელია, რომ მოქალაქეს მეორე, მესამე დღეს გასცენ პასუხი, ამას ათი დღე არ სჭირდება. სამწუხაროდ, ვხვდებით შემთხვევებს როდესაც ეს თვეობით გრძელდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბა ჭიკაიძე
უნდა გაიკეთოს თუ არა აბორტი ქალმა, თუ მეორე ნახევარს ბავშვი არ უნდა? - მამა საბა ჭიკაიძის პასუხი (ვიდეო)

უნდა გაიკეთოს თუ არა აბორტი ქალმა, თუ მეორე ნახევრის ოჯახი ემუქრება და თვითონ მეორე ნახევარსაც არ უნდა ბავშვი? - მამა საბა ჭიკაიძე ქართველი ემიგრანტის კითხვას პასუხობს.  

სოცმედია 1708546920

მარტოხელა
რა თვისებები უშლის ხელს ქალს, რომ ნამდვილ სიყვარულს შეხვდეს

ფსიქოლოგების აზრით, არსებობს ელემენტარული "ცუდი ჩვევები", რომელიც, შეიძლება, ქალს ნამდვილი სიყვარულის პოვნაში  უშლიდეს ხელს. აგრძელებთ წარსულ ურთიერთობებში ცხოვრებას გაინტერესებთ თქვენი ყოფილი - როგორ...

ეს საინტერესოა 1708546620

ხოფერია
"ვზივარ ჩემთვის წყნარად, თვინიერად… რაც მთავარია, მშვიდად… მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში" - ხათუნა ხოფერია

“აუფ… სად, რატომ, რა პონტში გავახსენდი დავით დარჩიაშვილს?! ვზივარ ჩემთვის წყნარად, თვინიერად… რაც მთავარია, მშვიდად… მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში. ჰო, ვენდობი ამ ადამიანს ერთი უ...

სოცმედია 1708546380

ჰალკი
ძალიან ლამაზი ხარო - მითხრა ერთმა ქალბატონმა, მერე დავშორდი... მივხვდი, რომ აფერისტი იყო - "ქართველი ჰალკი" (ვიდეო)

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა გადაცემა „იმედის დღის“ ეთერში საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა. ქართველი „ჰალკი“ იხსენებს პირველ გამარჯვებას - როდესაც კლასელს გადაუწია ხელი. "ყველაზე...

საზოგადოება 1708546080

ჩხუბ
"შენ ვის არტყამ ხელს, ქალო?" - მარკეტიდან ფიზიკური დაპირისპირების კადრები ვრცელდება

"შენ ვის არტყამ ხელს, ქალო?" - ერთ-ერთ სუპერმარკეტში მაღაზიის თანამშრომელი და მომხმარებელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მომხმარებელი მეორე მოლარეს ითხოვდა, ამბობდა, რომ სამსახურში აგვიანდებოდა, რასაც და...

სოცმედია 1708545720

სასამართლო
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი თანამდებობას ინარჩუნებს - რა ჩვენება მისცა სასამართლოს მისმა მეუღლემ

ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მიუხედავად იმისა რომ გამოძიების მასალებით დგინდება რომ განსაკუთრებულ  დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ცოლზე სისტემატურა...

სამართალი 1708545180