„მოვითხოვთ, დაუყოვნებლად მოხდეს მოძალადეების გამოვლენა და დასჯა“ - საქართველოს ეროვნული პლატფორმა პრემიერს

პოლიტიკა 1718261250

წერილი

 
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს - ორგანიზაცია პრემიერს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი ქმედებები დაუყოვნებლივ აღკვეთოს.

პლატფორმა კობახიძეს საკუთარი უფლებამოსილების პირნათლად შესრულებისკენ უბიძგებს და წერს, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე განხორციელებულ ანგარიშსწორებაში მონაწილე თითოეული პირის იდენტიფიცირება და დასჯა დროულად მოხდეს.

ბატონო ირაკლი, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით ბოლო დროს გახშირებულ ძალადობის ფაქტებს, როდესაც აქტიურ მოქალაქეებს ჯგუფურად ღიად ესხმიან თავს და უსწორდებიან მოძალადეები. თავდასხმები ხდება მოურიდებლად როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე მათ საცხოვრებლებთან. მსგავსი შემთხვევები თითქმის ყოველდღიურია და აშკარად სისტემურ ხასიათს ატარებს. ძალადობის ტენდენციას ხელს უწყობს პოლიტიკოსების სრულიად მიუღებელი განცხადებები, სადაც დანაშაულის გამართლება ხდება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში აშკარად წახალისებულიცაა.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ძალადობის ფაქტი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, მიუღებელია, ხოლო მისი გამართლება ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაზოგადოებრივი ქმედებაა, განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან.

გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ხელისუფლების, და პირადად თქვენი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის, მოვალეობაა ქვეყანაში წესრიგის დამყარება და ძალადობის აღკვეთა. უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი საზოგადოებრივი სიკეთეა, რომლის დასამყარებლადაც თქვენ გადმოცემული გაქვთ ყველა სახელისუფლებო ბერკეტი.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლად მოხდეს ყველა მოძალადის გამოვლენა და სამართლიანი დასჯა. ასევე, გამოვლინდნენ და პასუხისგებაში იქნენ მიცემული ამ ქმედებების ორგანიზატორები, რომელ ჯგუფს და უწყებასაც არ უნდა წარმოადგენდნენ.

იმედს ვიქონიებთ, რომ აღასრულებთ თქვენს სამსახურებრივ მოვალეობას, დროულად და დამაჯერებლად დაამყარებთ საზოგადოებრივ წესრიგსა და მშვიდობას განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უმეტეს შემთხვევებში არსებობს ამ მოვლენების ამსახველი კადრები.

საქართველო და მისი მოქალაქეები ვიმსახურებთ მშვიდობიან და სამართლიან ქვეყანაში ცხოვრებას,“ - აღნიშნულია წერილში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გუგეშაშვილი კიმბერლი
„ქოცების“ იმედი კიმბერლი ლოუ „მხედრიონის“ მეთაურ დოდო გუგეშაშვილს შეხვდა

ოცნების ამერიკელი მხარდამჭერი კიმბერლი ლოუ, მხედრიონის მეთაურ დოდო გუგეშაშვილს შეხვდა

საზოგადოება 1737902585

რუხაძე13
ირაკლი რუხაძის 6 ტყუილი „რადიო თავისუფლების“ პოდკასტში

21 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის” მფლობელმა ირაკლი რუხაძემ რადიო თავისუფლების პოდკასტში ისაუბრა. პოდკასტიდან მონაკვეთები მოგვიანებით სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც გაავრცელეს. ინტერვიუს მიმდინარეობ...

პოლიტიკა 1737901830

აქცია წერეთლის პოლიციასთან
არა პოლიციურ რეჟიმს! ცეცხლი ოლიგარქიას! - მოქალაქეებმა წერეთლის პოლიციასთან აქცია გამართეს

 აქცია იყო ცოტა ხნის წინ  წერეთლის გამზირზე. მოქალაქეები პოლიციის განყოფილებასთან იყვნენ მისული და სკანდირებდნენ "არა პოლიციურ რეჟიმს!", "ცეცხლი ოლიგარქიას!" და "გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!". მა...

პოლიტიკა 1737901200

ლუკაშენკო
"არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე" - ლუკაშენკო ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობაზე დაითანხმეს

 ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურდა. "არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე...

მსოფლიო 1737899299

საწვავი
საწვავი გაძვირდა

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 11:20 საათზე, 74.66 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.05%-იან ზრდ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1737894936

კობახიძე
„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა

ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამ...

პოლიტიკა 1737891675