1701187421
"არანაირ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ მომავალ წლამდე, 2025 წლის იანვრამდე, თავმჯდომარის არჩევა მოხდება 2025 წლის იანვარში" - პეტრე ცისკარიშვილი
პოლიტიკა • 1701189092
"მოვითხოვთ, ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს", - ამის შესახებ ფოთის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, ამ მოთხოვნას ფრაქციის 4 წევრი, ჟანა ჩაჩავა, პაატა ჩაგანავა, მარიამ უჩანეიშვილი და მიშა ფირცხალავა უერთდება.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე,დაპირისპირებების გაღრმავებაზე და უამრავ დაგროვილ პრობლემებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პარტიის დღევანდელ მენეჯმენტს.
ლევან ხაბეიშვილმა უამრავი გაცემული დაპირებების (ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება - მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება) შესრულების ნაცვლად მოსვლის დღიდანვე დაიწყო ღვაწლმოსილი ადამიანების გაყრა და "ქართული ოცნების" ნარჩენებით პარტიის გავსება , რითაც დაასუსტა, ნგრევისა და დაშლის ზღვარზე მიიყვანა პარტია.
იმისათვის, რომ პარტიაში და პარტიის ამომრჩევლებში არ იყოს უსამართლობის განცდა და გამოინახოს ერთმანეთთან მისასვლელი გზები, რათა ერთიანი ძალებით გავიდეთ ბრძოლის ველზე ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ, ამისათვის მოვითხოვთ ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს. უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა,რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს, რომელიც წარმართავს პარტიის საქმიანობას, - წერს ცხვიტარია.
ხაბეიშვილის გადადგომის შესახებ მოთხოვნას უერთდება მცხეთის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობაც":
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები"
კახაბერ წოწინაშვილი, გიორგი სარდლიშვილი, ვეფხო მილაძე.
მივიჩნევთ, რომ ლევან ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარეობისა და ამჟამინდელი მენეჯმენტის პირობებში, პარტიის ერთობა არის შეუძლებელი, ამას ამტკიცებს მათი ქმედებები ბოლო 10 თვის განმავლობაში, მათ მიერ კრიზისის არაღიარება და დღეს გაკეთებულო განცხადებები, რომ არჩევნები ჩატარდება 2025 წელს.
2024 წელს, გადამწყვეტ არჩევნებში, პარტია ვერ შევა გახლეჩილი, ვერ აჩვენებს ღირსეულ შედეგს ლევან ხაბეიშვილის მართვის პირობებში,
შესაბამისად, ვითხოვთ, გადადგეს თავმჯდომარე, რომ გახდეს ერთობა შესაძლებელი, - წერს ფრაქცია.შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს დღეს გადადგომისკენ მოუწოდეს გიორგი მუმლაძემ, ასევე, სხვადახვა რეგიონებში, საკრებულოების ფრაქციის წევრებმა. მათ საპასუხოდ კი პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, რომ "ენმ-ში თავმჯდომარის არჩევნები 2025 წლამდე არ ჩატარდება".
ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...
პოლიტიკა • 1739204073
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....
პოლიტიკა • 1739202888
მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც მეჯიბრება, მეცინება, რომ მართლა ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მს...
პოლიტიკა • 1739201128
ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კო...
პოლიტიკა • 1739201047
„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე 11 თებერვალს სიტყვით გამოვა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე. სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში კი სტუმრებს შორის საქარ...
პოლიტიკა • 1739199422
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 22 იანვარს ლონდა თოლორაიას საქმე წარმოებაში მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას "უფლებები საქართველოს" ავრცელებს. გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიც...
პოლიტიკა • 1739198853
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი