„მოვუწოდებ პროკურატურას, კობახიძის საქმიანობის კანონიერებით დაინტერესდეს“ - ნათია მეზვრიშვილი
პოლიტიკა • 1727860054

პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი პროკურატურას მოუწოდებს, ირაკლი კობახიძის საქმიანობის კანონიერებით დაინტერესდეს.
ანტიკორიფციული ბიუროსადმი კობახიძის მიმართვაზე მეზვრიშვილი ამბობს, რომ არ არის პირველი შემთხვევა, როცა კობახიძე სახელმწიფო უწყების საქმიანობაში ერევა.
"გუშინ პრემიერად წოდებულმა კობახიძემ გააკეთა განცხადება, რაც ყველაზე ცხადად ადასტურებს, რომ აღარც სახელმწიფო გვაქვს და აღარც ინსტიტუტები და ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებლობა მას ეკისრება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამარცხვინო კობახიძე სახელმწიფო უწყების საქმიანობაში ჩაერია. ის ჩაერია პროკურატურის საქმიანობაში (გავიხსენოთ ვაკის პარკის ტრაგედია, როდესაც ხელი დააფასა მისი კორუფციული დაჯუფების წევრ კალაძეს), მან უკარნახა პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს, ის ხშირად სრულიად უკანონოდ იყენებს პრემიერის სტატუსს პარტიის ტრიბუნიდან.
სადამკვირვებლო მისიების როგორც შეზღუდვის, ისე დაშვების გადაწყვეტილებაც მიიღო არა ანტი-კორუფციულმა ბიურომ, არამედ ივანიშვილის მწერალმა კობახიძემ, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ცრუობს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რეალურად შეკეტილია ოთახში და არჩევნებით მანიპულაციის გეგმას ხლართავს. უშუალოდ მის კაბინეტში იწერება როგორც ანტი-კორუფციული ბიუროს, ისე ცესკოს და სახალხო დამცველის განცხადებები.
კობახიძის ძირითადი ფუნქციაა არჩევნების გაყალბების და პარტიის სალაროს შავი ფულით შევსების მიზნით სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში უკანონო ჩარევა. ამ მიზნით, დანიშნეს პრემიერად, ამ მიზნით ჩააბარეს საარჩევნი შტაბიც.
შესაბამისად, რამდენი ავადმყოფობაც არ უნდა გაითამაშოს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
მოვუწოდებ პროკურატურას დაინტერესდეს პრემიერის პოსტზე განმწესებული ადამიანის საქმიანობის კანონიერებით - უკვე მერამდენედ იკვეთება უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები. დროულ მოქმედება პირდაპირი გვლენა შეიძლება ჰქონდეს არჩევნების ლეგიტიმაციაზე.
მოვუწოდებ კობახიძეს, გამოვიდეს სამალავიდან და აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებულ ქაოსზე.
რა თქმა უნდა, დღესვე მივაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს", - თქვა მეზვრიშვილმა.
გუშინ, 1-ელ ოქტომბერს კობახიძემ ანტიკორუფციულს მიმართა, ორგანიზაციისთვის სტატუსი მოეხსნა. ანტიკორუფციულმა ეს მიმართვა შეასრულა.

„თურქეთი გადის უკიდურესად მგრძნობიარე პერიოდს, რომელშიც მთელი თავისი ენერგია და შესაძლებლობები უნდა მიმართოს საკითხებისადმი, რომლებიც მის გადარჩენას უკავშირდება. გვჭირდება თნამშრომლობა და სოლიდარულობი...
მსოფლიო • 1750270872

სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა, ვისაც ხელი აქვს გასვრილი, ყველას ეშინია სანქციების. ჩვენ წნეხი უნდა განვახორციელოთ რეჟიმზე ყველა გზით და აღარ უნდა მოვითხოვოთ მათგან, რომ ევროკავ...
პოლიტიკა • 1750268436

ორგანიზაცია NetBlock-ის ცნობით, ირანში, ისრაელთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, 18 ივნისს ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გაითიშა. "ამ დროის მონაცემები აჩვენებენ, რომ ირანში ქვეყნ...
მსოფლიო • 1750268339

"ჩვენ ახლახან გავანადგურეთ რეჟიმის რეპრესიების მთავარი ინსტრუმენტი, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბი. დაპირებისამებრ, ჩვენ გავაგრძელებთ რეჟიმის სიმბოლოების ზიანის მიყენებას და აიათოლების რეჟიმის დარტყმა...
მსოფლიო • 1750265758

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე ინგლისურ ენაზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო: ,,მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. მისი მთავარი ნიშანი არა მხოლოდ უკრაინას...
პოლიტიკა • 1750265543

ირანის სამოქალაქო ავიაციის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მიუხედავად, ოთხშაბათს ქვეყანა ირანის მთავრობის სახელზე რეგისტრირებულმა სულ მცირე სამმა თვითმფრინავმა დატოვა - ამის შესახებ israel national news...
მსოფლიო • 1750264084