მოვუწოდებ რუსულ ოცნებას პოლონელ ექიმებზე ხვალიდანვე უსწრაფესად გასცეს დოკუმენტირებული თანხმობა - ხაბეიშვილი
პოლიტიკა • 1679223420 48

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და პოლონელი ექიმების გაჭიანურებულ ვიზიტზე ისაუბრა.
ხაბეიშვილის თქმით, მაშინ, როდესაც 123 ქვეყანაში პუტინს ემუქრება დაკავება და ის ოფიციალურად აღიარეს მთავარ ბოროტებად, "ქართული ოცნება" წამებით კლავს პუტინთან მებრძოლ მიხეილ სააკაშვილს და ეს კრემლის საამებლად და ივანიშვილის დავალებით ხდება.
"ევროკავშირმა შექმნა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებით და ისინი ელოდებიან ოფიციალურ თანხმობას იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ და შესაბამისი დასკვნა დაიდოს. ამასობაში რატი ბრეგაძისგან გვესმის განცხადებები, რომ თურმე შეუძლია ჩამოვიდნენ და თურმე მზად არის, რომ თანხმობა გასცეს, თუმცა ამ სიტყვების იქით საქმე არ მიდის.
მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ რუსულ ოცნებას და მოვუწოდებ, ახალ კვირაში, ხვალიდანვე უსწრაფესად მოხდეს ამ თანხმობის გაცემა. არა სიტყვიერი, არამედ დოკუმენტით, საბუთით. ისე, რომ პოლონელ ექიმებს შეეძლოთ ხვალვე ჩამოსვლა. ყველამ კარგად იცის, რომ ისინი მზად არიან მაშინვე ჩამოვიდნენ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა",- თქვა ლევან ხაბეიშვილმა. ლევან ხაბეიშვილმა პირადად იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიმართა და კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ მოუსმინოს მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებიტ საკუთარ შეშფოტებაზე საუბრობენ.

პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერმა ანა დოლიძემ განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმართა, რომელიც გულისხმობს ბავშვების კვების დაფინანსებას საჯარო სკოლებში. ’’დღეს, ჩვენ აქ ვართ ერთი მნიშვნელოვანი საკითხის...
პოლიტიკა • 1679933492

არტია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდაჭერას უცხადებს თათია სამხარაძეს და აცხადებს, რომ მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სრულ სოლიდარ...
პოლიტიკა • 1679933222

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყნის მეთაუ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1679932654

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი რუსულ მედიასთან საუბარში აშშ=ს და დასავლეთს ემუქრება. "რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თ...
მსოფლიო • 1679932539

"ლელო" საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა. "მოვედი თათიას მხარდასაჭერად! მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პრ...
სოცმედია • 1679932157

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის განცხადებით, თათია სამხარაძეზე განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმა მისი აქტივიზმის პასუხია, რადგან იგი მხარს უჭერს იმ ქალებს, რომლებიც სექსუალურ შევიწროებაზე ალაპ...
საზოგადოება • 1679931701