"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო ზომები, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის უფლებების დაცვა" - კერი კენედი
პოლიტიკა • 1674628484 401

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო ზომები, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის უფლებების დაცვა" - ამის შესახებ განცხადებას რობერტ კენედის სახელობის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის დირექტორი, კერი კენედი ავრცელებს.
კენედი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე სრული პასუხისმგებლობა "ოცნების" ხელისუფლებას ეკისრება.
"ვუერთდები იმ ადამიანებს, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით მისი შესაძლო მოწამვლისა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბოლოდროინდელი ცნობების ფონზე - როგორც ამას ქვეყნის სახალხო დამცველი ადასტურებს. ისევე როგორც ყველა სუვერენულ სახელმწიფოს, საქართველოს მთავრობასაც აქვს ვალდებულება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით დაიცვას ყველა პატიმრისა ღირსება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. გაეროს ნელსონ მანდელას წესებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოცემული დროებითი ზომების შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო ზომები, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის უფლებების დაცვა და დაგვარწმუნოს, რომ მას უტარდება შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა იმ მძიმე მდგომარეობის ფონზე, რაც, როგორც ჩანს, მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის" - წერს კერი კენედი.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებს "უკრაინული ფაშიზმის ნაწილს" უწოდებს: "მე არ ვთვლი ასეთ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეებად, ისინი ფაშისტები არიან. ყველას მოვუწოდებ, პატივისცემ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1675005551

"მკურნალობის კურსს არ იცავენ... გიული ალასანიას წამოცდენები მიუთითებს, რომ თაღლითები არიან" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი საუბრობს. „არსებობს გარკვეული დიეტა, მკურნალობის კურსი,...
პოლიტიკა • 1675005476

უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში ემოციურ ლექსს გვიზიარებს. ლექსი არჩილ ხოფერიამ გარდაცვლილ შვილთან დაკავშირებით დაწერა. „ისევ დაღამდა…კიდევ ერთხელ გაან...
საზოგადოება • 1675005098

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამის ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვას პასუხობს. „დღეს მოვისმინე ბატონი ნიკა სააკაშვილის მიმართვა ჩემი მისამართით და მინდა გამოვ...
პოლიტიკა • 1675004888

პარლამენტის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ჩვენი მამა ალექსანდრე აღარ გვყავს!25 წელი ერთგულად ემსახურა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარს, წინამძღვრ...
საზოგადოება • 1675001557

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, საკუთარი გადაცემის გვერდზე ავრცელებს. „მარიამის სიცოცხლე საფრთხეშია, რის გამ...
სოცმედია • 1675001164