პოლიტიკა • 1715796267
ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააუქმოს „უცხოელი აგენტების კანონი“.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ მაკალისტერი (EPP, DE), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარი მარინა კალიურანდის (S&D, ET) და ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხებში, სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და "ოცნებას" აფრთხილებენ, რომ კანონი გამოიწვევს განხეთქილებას საქართველოს შიგნით და კიდევ უფრო დააზარალებს ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას და მის ევროპულ მომავალს.
წერილში ევროპარამენტარები მოუწდოებენ საბჭოს და ევროკომისიას, გადახედონ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებს, მათ შორის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის ნაწილში.
ჩვენ ვწუხვართ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის მიღების გამო. ჩვენ დიდად იმედგაცრუებულები ვართ, რომ მმართველმა უმრავლესობამ უგულებელყო ადამიანის უფლებათა დაცვის დამკვირვებლების და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის შეშფოთება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი მანამ, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს საქართველოს შიგნით და კიდევ უფრო საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას და მის ევროპულ მომავალს.
ჩვენ კვლავ ვაფიქსირებთ ჩვენს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს და დემონსტრაციებს მართავს თავისი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის. მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ძალის შემდგომი გამოყენებისგან მშვიდობიანი მომიტინგეების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებენ კანონს. აქციის მონაწილეების მიმართ ნებისმიერი ძალადობა ან მუდმივი დაშინება არის მშვიდობიანი პროტესტის უფლების დარღვევა და, შესაბამისად, მიუღებელია.
სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლებისთვის მეგობრული გარემოს შექმნა არის ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების გადამწყვეტი მოთხოვნა. ჩვენ მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას, გადახედონ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებს, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა ქვეყნისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ კომისიას დაუყონებლივ ზეპირი შეფასება მისცეს, თუ როგორ იმოქმედებს საგარეო აგენტის კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, როგორც უკვე შემოთავაზებულია 12 საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ", - წერია ერთობლივ განცხადებაში.
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: ეს ტიტე აროშიძე ბათუმში ჩემი უბნელი იყო.90-იან წლებში ის და მისი ძმა პურის რიგში გავიცანი.უფრო უკეთ მის ძმას ვიცნბდი, მაგრამ ესეც კარგი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა,რას წამრ...
სოცმედია • 1737474192
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8515 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8452 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1737473888
ბასებს აუწიეთ, რომ სამყაროებს გასცდეს ჩვენი გულწრფელი თავისუფლების ძახილი - ეს წერილი “ტვ პირველმა“ გლდანის ციხიდან, სინდისის პატიმარისგან მიიღო, რომელსაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროვება არ სურს. “არავ...
პოლიტიკა • 1737473797
გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს: ,,1. სს ,,ტერა” და ბიძინა ივანიშვილი2. სს ,,ლუსოლი” და ეკა ხვედელიძე3. სს ,,ატუ ჰოლდინგი” და უტა ივანიშვილი როგორც ჩანს, აქ იქნება თავმოყრილი ივანიშვილის სრული ქონებ...
სოცმედია • 1737472798
ბათუმში კომპანია „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. გაფიცული არიან სპეციალისტები, ოსტატები და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები. მათი განცხადებით, უკვე წლებია...
საზოგადოება • 1737472694
ლეიბორისტული პარტიის გენმდივანი, გიორგი გუგავა: ,,დაუსანქცირებია შვეიცარიულ ბანკებს ივანიშვილის ანგარიშები და ისე მოსთქვამენ ბობოლა ქოცები ამ ამბავს შეშურდებოდათ სამეგრელოში დაქირავებულ მოტირლებს ეს პ...
სოცმედია • 1737472577
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი