მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში პოლოლიკაშვილის ნაცვლად საქართველო საამიროების კანდიდატს დაუჭერს მხარს
პოლიტიკა • 1747235652
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარს დაუჭერს არა ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც ამ ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს, არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლოლიკაშვილს ამ პოსტზე საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა აღარ ექნებოდა, პირველად 13 მაისს The Diplomat-მა გაავრცელა.ონლაინგამოცემა ამ ამბავს, როგორც “შოკისმომგვრელ პოლიტიკურ მანევრს”, ისე აფასებდა და წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევისთვის მხარდაჭერის ნაცვლად საამიროების კანდიდატისთვის მხარდაჭერა, შესაძლოა, ფარული შეთანხმების ნაწილი იყოს. გადაწყვეტილება, რომელმაც საერთაშორისო ტურიზმის საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, შესაძლოა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული ალიანსის ნაწილი იყო, – წერს გამოცემა.
“გაეროს სააგენტომ უნდა ეძებოს მშვიდობა და შერიგება და არა განხეთქილება. რუსეთის ფედერაციის ჩართვა ამ განტოლებაში იმ რთულ გეოპოლიტიკურ დროს, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ეწინააღმდეგება ნდობისა და უსაფრთხოების სტანდარტს, რაც ამ ორგანიზაციას სჭირდება”, – ნათქვამია სტატიაში.
The Diplomat-ი ხაზს უსვამდა ფაქტს, რომ გენერალური მდივანი პოლოლიკაშვილი ორგანიზაციაში რუსეთისთვის წევრობის შეჩერების პროცესს ხელმძღვანელობდა2022 წელს და თავისი პოზიციით, “გაეროს სისტემაში პრეცედენტი” დააწესა. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას “პოლიტიკურად მოტივირებულად” თვლიდა, პოლოლიკაშვილი კი ამბობდა: “ტურიზმის ხელშეწყობა მშვიდობისთვის და ადამიანის უფლებების საყოველთაო პატივისცემა. მხოლოდ ის წევრები შეიძლება იყვნენ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ნაწილი, რომლებიც ამ წესდებას იცავენ”.
საქართველოს მთავრობა, რომელიც საამიროების კანდიდატის მხარდაჭერას ადასტურებს, ამბობს, რომ თავად გაიწვია თავისი მხარდაჭერილი კანდიდატურა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე. თავად პოლოლიკაშვილს ამ თემაზე მედიასთან ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.( რადიოთავისუფლება)
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...
პოლიტიკა • 1773061331
დიპლომატი, გია ჯაფარიძე საერთაშორისო პატნიორებს ურჩევს, აამოქმედონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ, რათა საქართველოს მოქალაქეების დახმარება შეძლონ. ჯაფარიძის თქმით, ახლა საჭიროა ნაკლები საუბა...
პოლიტიკა • 1773055828
რომან გოცირიძე:როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან გამოცხადებულია ტერორიზმის ხელშემწყობ ორგანიზაციად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ? რომელი ბანკები ემსა...
სოცმედია • 1773055664
ორთოპედიული ბალიშების ფუნქცია და დანიშნულება მრავალმხრივია. ეს პროდუქტი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ, იქნება ეს რაიმე სახის პათოლოგია თუ უბრალოდ ძილის დარღვევა. ეს პრო...
ჯანმრთელობა • 1773055479
სალომე ზურაბიშვილი: ყაჩაღობაზე, კორუფციაზე, ძალადობაზე, მკვლელობაზე (თუ ვითომც თვითმკვლელობაზე), უწესო ცხოვრებაზე და კიდევ რაზე არა, ოცნების მაღალ თანამდებობების პირები თუ დაბალი ჩინოვნიკები არიან შემ...
პოლიტიკა • 1773054324
ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების ალიანსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და დასძინა, რომ "ყველა ეს პარტია პრაქტიკულად არის ნაცმოძრაობის წიაღიდან წარმოშობილი." კობა...
პოლიტიკა • 1773054177












