„მსურს, ამ ქალს არდადეგების იტალიაში გატარების პრივილეგია არ ჰქონდეს“ - კშიშტოფ ბრეიზა მოსამართლე გალუსტაშვილზე
პოლიტიკა • 1752032373
მსურს, ამ ქალს [მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი] არდადეგების იტალიაში გატარების პრივილეგია არ ჰქონდეს, მსურს, რომ პრორუსული რეჟიმის ყველა ოფიციალურ პირს აეკრძალოს ევროკავშირში შესვლა , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ ევროპარლამენში საქართველოზე დებატების დროს განაცხადა.
მისი თქმით, “ის რეჟიმის მოსამართლეა, რომელმაც 21 წლის ბიჭს, მათე დევიძეს, პატიმრობის ოთხ წელიწად-ნახევარი მიუსაჯა პროევროპული დემონსტრაციის ორგანიზებისთვის.“
ევროპარალამენტარის თქმით, ასევე “მკაცრი სანქციებია საჭირო მათ მოსაშორებლად, ვინც საქართველოს რუსიფიკაციას“ ახდენს.
“საქართველოში ვიყავი, ეს რუსული სისტემის, რუსული რეჟიმის კოპირებაა. როდესაც ვიქტორ ორბანისა და “ალტერნატივა გერმანიისთვის” ხმები მესმის, რომლებიც აქ ლაპარაკობენ და რომლებსაც პუტინის მხარდაჭერა აქვთ და სურთ, რომ ახალგაზრდა ქართველები მარტოდ იყვნენ მიტოვებულები რუსეთისთვის გადასაცემად, ნათლად მინდა ვუთხრა: “თქვენ კრემლსა და პუტინზე მუშაობთ”...
ქართველებს კი ვეტყვი: “თქვენს გვერდში ვართ, თქვენს ბრძოლას ვხედავთ”. მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ მათ, ვინც დანადგურებენ.
ვხედავთ რეჟიმის ოფიციალურ პირებს, როგორიცაა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი. ის საქართველოს რეჟიმის მოსამართლეა, რომელმაც 21 წლის ბიჭს, მათე დევიძეს, პატიმრობის ოთხ წელიწად-ნახევარი მიუსაჯა პროევროპული დემონსტრაციის ორგანიზებისთვის. ეს რეალობაა საქართველოში. მსურს, ამ ქალს თავისი არდადეგების იტალიაში გატარების პრივილეგია არ ჰქონდეს. მსურს, რომ პრორუსული რეჟიმის ყველა ოფიციალურ პირს აეკრძალოს ევროკავშირში შესვლა. მკაცრი სანქციები გვჭირდება იმათ მოსაშორებლად, ვინც საქართველოს რუსიფიკაციას ახდენენ,” - განაცხადა ბრეიზამ.
ეს ჭარბწონიანობა, შედეგი, რომელიც ამ მავნე [წინა] ხელისუფლებამ მოიტანა, ის იყო, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ. განადგურებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტის მასწავლებლების დეფიციტი | თქვა ყაველაშვილმ...
პოლიტიკა • 1771318941
„ოცნების“ პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეკატერინა ხვედელიძემ მას კალამი აჩუქა
საზოგადოება • 1771317613
თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ "პირველებთან"...
საზოგადოება • 1771315236
ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...
სოცმედია • 1771314890
ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...
პოლიტიკა • 1771314236
მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!! | წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე
სოცმედია • 1771312977












