მთავრობა 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 164 ჰიბრიდულ ავტომობილს ყიდულობს
პოლიტიკა • 1782737368
საქართველოს მთავრობის მიერ ახლად შექმნილმა „ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ“ ავტომობილების შესაძენად კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, უწყება 164 ერთეული ჰიბრიდული ავტომობილის შეძენას გეგმავს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 159 800 ლარს შეადგენს.
დოკუმენტაციის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, შემოთავაზებული ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
-
უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2026 წლის გამოშვების;
-
მარცხენასაჭიანი და ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200 კმ);
-
ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული;
-
მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.
მსურველებისთვის სატენდერო წინადადებების მიღება 1-ელ ივლისს დაიწყება და 2 ივლისს დასრულდება.
ცნობისთვის, „ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ“ ავტომობილების შესაძენად მსხვილი ტენდერი 22 ივნისსაც გამოაცხადა. აღნიშნული დოკუმენტაციის მიხედვით, უწყება 47.3 მილიონ ლარად 595 ახალი, 2026 წელს გამოშვებული ავტომობილის ყიდვას გეგმავდა.
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...
კრიმინალი • 1784282118
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...
კრიმინალი • 1784281815
ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...
საზოგადოება • 1784275999
თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...
საზოგადოება • 1784275014
ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...
საზოგადოება • 1784273697
17 ივლისის ასტროლოგიური ფონი ინტენსიური, დინამიკური და გარდამტეხი ენერგიებით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ძველი, მუშაობის არმქონე მოდელების მსხვრევას და გზას უხსნის სრულიად...
ეს საინტერესოა • 1784234560











