მთავრობა სოციალური დახმარების შეწყვეტას აპირებს? – „ღარიბაშვილი თუ ამას მალავდა, დასაჭერი ყოფილა“ - რას უპირებს ივანიშვილი ღარიბაშვილს?

პოლიტიკა 1637735061

პოლიტიკოსები

რას უპირებს ივანიშვილი ღარიბაშვილს და სად მიდის ივანიშვილის „ოცნების“ ხელისუფლების მიერ დაპირებული სამუშაო ადგილები? - დავით ჭიჭინაძე ივანიშვილის მიერ არიბაშვილის შეფასების შემდეგ პრემიერის განცხადებებს აბსურდულს უწოდებს. „ტრიბუნას“ ლიდერი ასევე აბსრუდულს უწოდებს 200 ათასი ადამიანის დასაქმების დაანონსების საკითხს და ამბობს, რომ თუ ეს რეალობაა და ღარიბაშვილმა მალავდა „მაშინ ივანიშვილის მდივანი კი არა, დასაჭერი ყოფილა“.

„ღარიბაშვილი პირდაპირ ვერ დაეთანხმა ბიძინა ივანიშვილს მის დამცინავ შეფასებებში, რომ არაფერს წარმოადგენს, მაგრამ მაინც არ აწყენინა და ისეთი აბსურდული განცხადებები გააკეთა რომ დამამტკიცებელი დაუდო.

აბსურდია, როდესაც 200 ათასი ადამიანის დასაქმებას აანონსებ და თან ორ-ორ ადგილას. მაშინ გამოდის  600 ათასი სამუშაო ადგილი ყოფილა ქვეყანაში და აქამდე დამალული ჰქონდათ.

ამას გარდა, 200 ათასი კაცის სამუშაო ადგილის შექმნა,  დამატებითი ღირებულების შექმნას ნიშნავს. ანუ,  ჩვენს ქვეყანაში იმდენი ახალი დამატებითი პროდუქტი შეიქმნება, რომ იქიდან შემოსული გადასახადებით არათუ პენსიონერს მოემატება  პენსია და მასწავლებელს ხელფასი, ეს ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტს გაარმაგებს, რაც  ჯერ ვერავინ  მოახერხა. ხოლო თუ ეს ყველაფერი ღარიბაშვილმა ამდენი ხანი იცოდა და  ორი პრემიერობის მანძილზე  გვიმალავდა, მაშინ ივანიშვილის მდივანი კი არა, დასჭერი ყოფილა.

ან რას ნიშნავს საზოგადოებრივად სასარგებლო სამუშაოები?!

აქამდე ვიცოდით, რომ ამას პატიმრებს უსჯიდნენ და ასე აპირებს პრემიერი 200 ათასი ადამიანის დასაქმებას?!

გამოდის ეს ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ სოციალური დახმარების შეწყვეტას აპირებენ, რადგან დაფინანსების წყარო აღარ არსებობს.

რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ისედაც დაცლილი ქვეყნიდან ახლა უკვე ნამდვილად ყველა გაიქცევა, ვისაც კი ამის ელემენტარული საშუალება მიეცემა.

ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის განცხადება კი არაა ამოგლეჯილი კონტექსტიდან, კონტექსტიდან მთელი 9 წელია ამოგლეჯილი, რასაც ვერასოდეს გავასწორებთ“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია
აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან - ოპოზიციის მხარდამჭერებმა ზურაბიშვილს შეხვედრაზე თანხმობისთვის ვადა 15:00 საათამდე მისცეს

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილები არიან ოპოზიციის მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მესამე პრეზიდენტის პატიმრობას უკანო...

პოლიტიკა 1638959761

წულუკიანი
თქვენ ხართ აღვირახსნილები - წულუკიანი ჟურნალისტს

"თქვენ ხართ აღვირახსნილები" - ასე მიმართა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "ტვ პირველის" ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, რატომ არ უშვებენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს უწყებაში ბრიფინგების გასაშ...

პოლიტიკა 1638959418

გოგინაშვილი
დავით გოგინაშვილი: „მჯერა, რომ ვაქცინა გვიცავს და აუცილებლად ერთად უნდა დავამარცხოთ პანდემია"

„ისტორიულად ასეა, რომ ვაქცინაციამ გადაარჩინა კაცობრიობა მრავალი საშიში ინფექციისგან“,- „თეგეტა ჯგუფის“ მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგინაშვილი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია ე...

Covid 19 1638959163

ნანუკა ჟორჟოლიანი
დიდი ეროვნული შერიგება უნდა დადგეს დღის წესრიგში ყოველთვის, როცა ეს ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას - ნანუკა ჟორჟოლიანი

შერიგების ინიციატივას ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ეროვნული შერიგება გასაკვირი არ არის იმ ქვეყანაში, სადაც პირველი პრეზიდენტის შვილმა შევარდნაძის პოლიციაში იმუ...

პოლიტიკა 1638958706

საძაგლიშვილი
რუსთავი 2-ის საქმე: არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლოს დარბაზში, რაც დაადასტურებდა ვინმეს ბრალეულობას - საძაგლიშვილი

საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა. როგორც გვარამიას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლო...

სამართალი 1638957868

აქცია ბათუმში
"არჩილ, შენ ასეთ სახლში იცხოვრებდი?" - აქცია-პერფორმანსი ბათუმში

ბათუმში, ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართა, სადაც საინიციატივო ჯგუფის "არ გადადოს" წევრებმა ქალაქში არსებული ავარიული შენობების ფოტოები მიიტანეს და ბანერი წარწერით: "არჩილ, შენ ას...

საზოგადოება 1638955889