„მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ სპეციალური ნივთიერებები არ გამოუყენებიათ" - აუსტრევიჩუსი
პოლიტიკა • 1764771232
„მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ სპეციალური ნივთიერებები არ გამოუყენებიათ. თუ ეს არ მოხდება, გაგვიჩნდება ეჭვი, რომ მათ ეს გააკეთეს, რაც სრულიად მიუღებელია"- ამის შესახებ პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა.
ევროპარლამენტარმა „ევროსკოპთან“ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე ისაუბრა.
„BBC-ის მასალა წავიკითხე და შემდეგ შოკში ჩავვარდი. შეუძლებელია. ვერ დავიჯერე. თუ მართალია, რომ სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური აგენტი გამოიყენა, ეს დანაშაულია ადამიანის ეს ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წინააღმდეგ. ეს სრულად უნდა იქნას გამოძიებული.
ვფიქრობ, ახლა მთავრობის ამოცანა უნდა იყოს, დაამტკიცოს, რომ ეს არაა სიმართლე. თუ ასე არ მოხდება, მაშინ ჩვენ გვექნება ეჭვი, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ სიცოცხლისთვის საშიში აგენტები გამოიყენება, რაც სრულიად მიუღებელია.
ეს დიდი ამბავია, რომელიც საქართველოს მთავრობამ რაც შეიძლება მალე უნდა უარყოს.
ამ სიახლეს გაეცნენ ჩემი კოლეგებიც, რომლებიც აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რა სახის მოთხოვნები შეიძლება წამოიჭრას საქართველოს ხელმძღვანელობისთვის, რომელმაც მომხდარი უნდა აუხსნას ხალხს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც. ეს დიდი შავი ლაქაა საქართველოს ხელმძღვანელობისათვის“.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი დაიწყო.
განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.
რატომ არის ველოსიპედით სეირნობა ბავშვისთვის სასარგებლო ველოსიპედით სეირნობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ გართობის, არამედ განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს კუნთების...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781262175
კომპანია ,,ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების მქონე პროდუქციაა წარმოდ...
ჯანმრთელობა • 1781261876
ვარიკოზის დროს ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენებისას ფეხის აწევის შემთხვევაში მცირდება. მსგავსი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დრო...
ჯანმრთელობა • 1781261687
სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...
კრიმინალი • 1781246672
"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...
პოლიტიკა • 1781246237
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...
სოცმედია • 1781237494










