“მთავრობის დახმარების ყველა პროექტი გადაიხედება” – გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატები  

პოლიტიკა 1720620179

ბუნდესტაგი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ მომავალს მხარს უჭერს | საელჩო

 
ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შემდეგ, საქართველოსთვის დაფინანსების შეწყვეტას გერმანიაც აანონსებს – თბილისში ჩამოსული ბუნდესტაგის დეპუტატები მკაფიოდ აცხადებენ, რომ გერმანია საქართველოში განსახორციელებელ ახალ პროექტებს აღარ დააფინანსებს.

რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის ოფიცერი, რობინ ვაგენერი ამბობს, რომ გერმანია საქართველოში მოვლენების განვითარებას დააკვირდება და ამის მიხედვით მიიღებს სამომავლოდ გადაწყვეტილებას.

როგორც ვაგენერი დასძენს, ამ ეტაპისთვის საქართველოს გერმანიისგან ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა არ ემუქრება, რადგან ევროპელი პოლიტიკოსის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება მართებული არ იქნება. 

 


მკაფიოა, რომ ახალი პროექტები აღარ დაფინანსდება, ხოლო რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, ჩვენ ამას ყურადღებით გადავხედავთ, განვიხილავთ, დავაკვირდებით პროცესს და შესაბამისად მოვიქცევით. აშკარად ვხედავთ, რომ ხალხს ევროკავშირის წევრობა უნდა, რასაც ქუჩაში პროტესტითაც გამოხატავენ.

უვიზო რეჟიმის მოხსნას რაც შეეხება, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ გადაწყვეტილების მიღებისას. ჩვენ ქართველი ხალხის ნებას ვხედავთ. ჩვენ გვინდა, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება ჩამოვიდნენ შეუფერხებლად ევროპაში, ნახონ როგორია ევროპა, რას ნიშნავს ევროპული ცხოვრება. ჩემია აზრით, სავიზო რეჟიმის გაუქმება ახლა არ იქნებოდა მართებული”, – ამბობს ვაგენერი.
ბუნდესტაგის წევრი დასძენს, რომ გერმანია ქართველი ხალხის გვერდით დგას, ამიტომ მისი თქმით, დაფინანსება მხოლოდ საქართველოს მთავრობას შეუწყდება და არა საზოგადოებას.

ყველა ის პროექტი და დახმარება, რომელიც ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არის მიმართული, არ შეიცვლება, მაგრამ მთავრობის დახმარებას რაც შეეხება, ყველა ეს პროექტი ყურადღებით გადაიხედება და შემდგომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. უვიზოს რეჟიმის გადახედვას რაც შეეხება, ეს ახალგაზრდობას ეხება და ამის შეფერხება და შეჩერება ჩვენ არ გვსურს”, – ამბობს გერმანიის ბუნდესტაგის წევრი. 
როგორც ევროპელი პოლიტიკოსი აცხადებს, გერმანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილებები სრული სიფრთხილით და ყოველგვარი პირობების გათვალისწინებით განიხილონ.

ყველაფერი, რაც ჩვენ მოვისმინეთ შევედრებისას, გვიჩვენებს, რომ ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთები ახლა გზაგასაყარზე დგას და ახლა ეს არის გარდამტეხი მომენტი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. რას ნიშნავს ეს ყველა მიმართულებით, პროექტებით თუ ურთიერთობებით, ამაზე ფრთხილად უნდა დავფიქრდეთ იმიტომ, რომ ეს არ არის უბრალოდ რიტორიკა, როცა ვამბობთ, რომ საქართველოს სჭირდება ევროპა”, – ამბობს ბუნდესტაგის დეპუტატი. 
თბილისში ჩამოსული ბუნდესტაგის დეპუტატების შეხვედრა დასრულებულია – გერმანელმა პოლიტიკოსებმა პრესკონფერენციაზე საქართველოსთან მიმართებით გერმანიის გზავნილები გააჟღერეს და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

აშშ-ის შემდეგ სანქციებს გერმანიაც აანონსებს – პიტერ ფიშერის კომენტარიდან ირკვევა, რომ საქართველო პროექტებისთვის ახალ ფინანსურ დახმარებას ვეღარ  მიიღებს.

გერმანიის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კურსის გამო, EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ასტროპროგნოზი
24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახლა თქვენთვის პირველ ადგილზე ოჯახი უნდა იყოს და მერე სხვა დანარჩენი. თუ რჩევას გაითვალისწინებთ და საყვარელი ადამიანების ცხოვრებით დაინტერსდებით, ნახავთ, რომ მათგან გაცილებით მეტ სითბოს და სიყვა...

ეს საინტერესოა 1721764390

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 24 ივლისს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 24 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანი...

საზოგადოება 1721735700

პოლიტიკა
„ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას... გარდა ერთისა, ვერცერთი ლახავს 5%-იან ბარიერს“ - მამუკა მდინარაძე

ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლსობას... გარდა ძველი „ნაციონალური მოძრაობისა“ ვერცერთი პარტია ვერ ლახავს 5%-იან ბარიერს - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" აღმასრულე...

პოლიტიკა 1721733426

მსოფილიო
ვულკანის საფრთხე ტურისტებისთვის - სეზონის პიკში იტალიის ყველაზე დატვირთული აეროპორტი დაიხურა

აღმოსავლეთ სიცილიის ქალაქ კატანიაში, „ეტნადან“ ვულკანის ამოფრქვევის გამო, ზაფხულის პიკის ტურისტულ სეზონში აეროპორტი დაიხურა, რის გამოც ტურისტებს პრობლემები შეექმნათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ე...

მსოფლიო 1721732590

ცესკო
ტვ „პირველის“ გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ, ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და ტვ „მთავარის“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ, ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ცე...

საზოგადოება 1721732144

ცბ მმ
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვილა მოსავალი ფართოვდება

საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, პარტნიორი ბიზნესების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა უცვლელი პრიორიტეტია. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით...

ბიზნესი & ეკონომიკა 1721728200