მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს "ვივამედში", გაირკვა, რომ ორჯერ გადაიტანა ინსულტი - მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა • 1784286900
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი თანაგუნდელი, ასევე პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც სააკაშვილი წერს, ზოდელავამ ციხეში ყოფნის პერიოდში ორჯერ გადაიტანა ინსულტი."ჩვენი თანამებრძოლი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს "ვივამედში" ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.გაირკვა, რომ მან ჩემს გვერდით საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი. ის რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყოველთვის იყო ცნობილი ადგილობრივი ჯალათებისთვის. ციხის მედ პერსონალი და ციხის ზოგიერთი თანამშრომელი ტეხავდნენ განგაშს, მაგრამ მათი თბილისელი უფროსები დემონსტრაციულად აიგნორებდნენ ამ საფრთხეს.მურთაზის ისტორია, ის რომ ასაკში მყოფი პაატა ბურჭულაძე ასევე უსამართლოდ ჰყავთ გამოკეტილი, ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი მზადაა წავიდეს ოპონენტების ფიზიკურ განადგურებაზე "ნულოვანი ემპათიის" და სინამდვილეში რუსული დაუნდობლობის გამოხატულებაა." - წერს სააკაშვილი.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










