მუშტი-კრივი „ოცნებაში“ - ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს "ოცნების" აქტივისტებმა სცემეს

პოლიტიკა 1725551091

ოცნება

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს "ქართული ოცნების" აქტივისტებმა სცემეს. შემთხვევა გუშინ მოხდა, თუმცა მმართველ გუნდში განმარტებას არ აკეთებენ რა გახდა თანაპარტიელებს შორის დაპირისპირების მიზეზი.

 

"მთავარი" საკრებულოს თავმჯდომარეს ნაირი ირიციანს დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია უარყო, თუმცა თქვა, რომ ასეთი საქმეები პოლიციის გამოსაძიებელია და არა ჟურნალისტების:

"მე არავის ვუცემივარ არც გუშინწინ და არც გუშინ. მე ისევ საკრებულოს თავმჯდომარე ვარ ახალქალაქში, რატომ უნდა ვეცემე ვინმეს? ჯერ ეს ერთი, ასეთ ამბებს ჟურნალისტები კი არა, პოლიცია უნდა იძიებდეს... თქვენ რატომ გადამიწყვიტეთ, რომ მცემეს?

თუ ეს ასე მოხდა, ვისგანაც გაიგეთ იმასთან გაარკვიეთ.

მე მსგავსი პრობლემა არ მქონია. ამით ჟურნალისტები არ უნდა იყვნენ დაკავებული, ეს პოლიციელების საქმეა.

 

მე არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას. ეს ტყუილია. თქვენ თქვენს საქმეს მიხედეთ ჯობია. სამწუხაროდ მე თქვენი დახმარება არ მჭირდება.

გუშინ ახალციხეში ვიყავი, ჩემ მეგობართან და ისევ დავბრუნდი ახალქალაქში. ღამე მეძინა ცოლთან. არანაირ ინციდენტს ადგილია არ ჰქონია. რამე რომც ყოფილიყო ჩემ თავს თავად მოვუვლი სხვისი დახმარება არ მჭირდება." ამბობს "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში  ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, რომელიც ასევე "ოცნების" წევრია. 
არსენ კარაპეტიანი, ენმ-ის ახალქალაქის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ შემთხვევა ახალქალაქში, ვიწრო წრეში მოხდა, თუმცა დეტალები მისთვისაც უცნობია - "დაგეგმილ შეხვედრას ჰგავდა და მერე ალბათ რაღაცა ვერ გაიყვეს და ვერ შეთანხმდნენ" - ამბობს კარაპეტიანი.

 

კომენტარს არ აკეთებს ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან".

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე
"ოცნება" "ჯერჯერობით წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან" - ირაკლი კობახიძე

ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...

პოლიტიკა 1739204073

ევროპარლამენტის რეზოლუცია - დოკუმენტის სრული ტექსტი
ცნობილია, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, რომელიც საქართველოს შესახებ უნდა მიიღოს

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....

პოლიტიკა 1739202888

სააკაშვილი სასამართლო
„საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მსოფლიოს ისტორიაში და მეცოდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში რაიმე თანამდებობის დაკავებაში კონკურენტი ვარ“ - მიხეილ სააკაშვილი

 მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც მეჯიბრება, მეცინება, რომ მართლა ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მს...

პოლიტიკა 1739201128

კობახიძე
„ვამაყობთ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში, ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რელიგიის დასაცავად“ - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კო...

პოლიტიკა 1739201047

კობახიძე ღარიბაშვილი
მსოფლიო მთავრობათა სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში სტუმრებს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრად მოხსენიებულია ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე 11 თებერვალს სიტყვით გამოვა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე.  სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში კი სტუმრებს შორის საქარ...

პოლიტიკა 1739199422

ლონდა თოლორაია
სტრასბურგმა ლონდა თოლორაიას საქმე წარმოებაში მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 22 იანვარს ლონდა თოლორაიას საქმე წარმოებაში მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას "უფლებები საქართველოს" ავრცელებს.   გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიც...

პოლიტიკა 1739198853