„მზად ვარ ნარკოტესტი გავიარო“ - შალვა პაპუაშვილი
პოლიტიკა • 1741864457
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მზად არის ნარკოლოგიური ტესტირება ჩაიტაროს. არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე დღეს დაინტერესდა აღნიშნული ტესტი გავლილი აქვთ თუ არა ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებმაც პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს.
ეს განცხადება პაპუაშვილმა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ბრიფინგის საპასუხოდ გააკეთა.მზად ვართ, ყველა დეპუტატს აქვს ეს გავლილი. კანონმდებლობით არის ეს მოთხოვნა. არვიცი სხვათშორის, ის ოპოზიციის წევრები, რომლებიც არ შემოვიდნენ პარლამენტში, მათ თუ ჩააბარეს ეს ნარკოტესტი. გასაჯაროება რავიცი, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი შემდეგ იწყებს მუშაობას საჯარო სამსახურში, ან თუნდაც პარლამენტში, ეს იმას ნიშნავს, რომ ტესტი იყო უარყოფითი", - ამბობს შალვა პაპუაშვილი. ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“. „ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით“, - განაცხადა საბა ბუაძემ.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...
პოლიტიკა • 1776686930
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...
საზოგადოება • 1776686637
ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...
მსოფლიო • 1776686624
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია ის, რომ ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება. კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან Trump Tower Tbilisi -...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1776686272
"მრევლის პოზიცია ყველამ კარგად იცის პატრიარქთან დაკავშირებით, ეს გამოჩნდა 17-21 მარტს და მე მგონი მეუფეებმა პატრიარქის ანდერძს რომ გადახედონ, იქნება ძალიან კარგი. ვაღიარებთ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეუ...
პოლიტიკა • 1776686148
„თბილისის განვითარების ფონდმა“, მთაწმინდის რაიონში, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის მიზანი დედაქალაქის ისტორიული ნაწილის...
საზოგადოება • 1776685806











