"...მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობა. იმედი მაქვს, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს" - აშშ-ის ელჩი 95-მილიონიანი დახმარების შეჩერებაზე

პოლიტიკა 1722533753

საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგანი

"...მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობა. იმედი მაქვს, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს", - ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი, საუბრობს და სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარება შეუჩერა.

ნება მომეცით დავიწყოთ იმით, რომ გავიმეორო შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს ხალხის მიმართ. ჩვენ უკვე 33 წელია პარტნიორები ვართ. 33 წელია, რაც ერთად ვმუშაობთ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ერთად დავეხმარეთ სკოლებისა და კლინიკების აშენებაში. ჩვენ ეს გავაკეთეთ ერთად, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას საქართველოს ხალხისთვის.

თქვენ იკითხეთ სახელმწიფო მდივნის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას. რატომ გავაკეთეთ ეს? ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებებზე, რაც ძალიან გვაწუხებს - ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა კანონი უცხოური გავლენის შესახებ, ასევე სხვა ქმედებები და ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა შეერთებული შტატებისა და დასავლეთის შესახებ.

ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას გადახედოს მის ქმედებებს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ გადავხედავთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას. გუშინ კი მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ ამ განხილვის შედეგად, ის აჩერებს ჩვენი დახმარების გარკვეულ ნაწილს, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება. ჩვენ ვაგრძელებთ სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას. ასევე გაგრძელდება ჩვენი დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ. როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა, ყველაფერი განხილვის პროცესშია. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ ქმედებებმა და დეზინფორმაციამ გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას, გახდეს დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრი.

ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ეს ურთიერთობა. იმედი მაქვს, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს. მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს ხალხის მეგობარი და პარტნიორი. გმადლობთ, - განაცხადა დანიგანმა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზურაბიშვილი-ყაველაშვილ
„ყაველაშვილისგან განსხვავებით, მე ხალხმა ამირჩია - ჩემი მანდატი გრძელდება“ - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

არალეგიტიმური პარლამენტის მიერ უდიპლომო პრეზიდენტის არჩევა და ამერიკული სანქციები - ეს სწორედ ის თემებია, რომლის შესახებაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-ს ინტერვიუ მისც...

პოლიტიკა 1737788607

საქბანკი
ამერიკის სავაჭრო პალატის და MAC Georgia-ს პროგრამის ფარგლებში 61 სტიპენდიატი გამოვლინდა - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

უკვე მეორე წელია, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ამერიკის სავაჭრო პალატა და MAC Georgia ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტიპენდიატებს ასახელებს და მათ სწავლის საფასურსა და საცხოვრებელ ხარჯე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1737788031

დუმბაძე
„უცნობ ამბავს მოვყვები... ტანზე გახადეს... ვერტიკალურად ქვიშაში ჩამარხეს“ - მურმან დუმბაძე

მურმან დუმბაძე სოცქსელში წერს: მზია ამაღლობელმა ხელი გაარტყა დგებუაძეს.საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობ ამბავს მოვყვები.1993 წლის 9 აპრილია. ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრი ავთანდილ ბერიძე (თი...

სოცმედია 1737786470

ამინდი
როგორი ამინდი იქნება დღეს

25 იანვარს, შაბათს საქართველოში დღეს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და მცირე ნალექია მოსალოდნელი. Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან მცირე...

საზოგადოება 1737786055

მეგი გოცირიძე
„დღეს, ორჯერ ზედიზედ, ისეთ რესტორანში ჩართეს „მიშა მაგარია", სადაც აკრძალული ჰქონდათ ამ შეკვეთის მიღება...“ - მეგი გოცირიძე

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: დღეს, ორჯერ ზედიზედ , ისეთ რესტორანში ჩართეს " მიშა მაგარია", სადაც აკრძალული ჰქონდათ ამ შეკვეთის მიღება და "ასეთია ქურდი კაცის ბედი"-ით იყო ჩანაცვლებული, რის გამოც წლებ...

სოცმედია 1737785673

ლონდონის საფონდო ბირჟაზ
როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი. მიმდინარე კვირის შედეგები ასე ნაწილდ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1737785158