"მზად ვართ, შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში" - ბადრი ჯაფარიძის წერილი ციხიდან
პოლიტიკა • 1751813463
პოლიტიკური პატიმრების რიცხვის ზრდა და ოპოზიციური ლიდერების დაჭერა „ქართული ოცნების“ მხრიდან მიზნად ისახავს მოქალაქეებში უიმედობის გაჩენას და ერთპარტიული მმართველობის გაღრმავებას - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საპატიმროდან წერს.
ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ ფონზე "ძლიერი საქართველოს" განცხადება, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, სწორი და გაბედული ნაბიჯია.
ჩვენ მზად ვართ, შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში მათი უფლებების დასაცავად, - აღნიშნავს ჯაფარიძე.
პოლიტიკური პატიმრების სიმრავლე და მათ შორის პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობის საპყრობილეში გამომწყვდევა ემსახურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთ მთავარ მიზანს - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ხელი ჩაიქნიონ, დაკარგონ დადებითი ცვლილებების იმედი და შეწყვიტონ წინააღმდეგობა, რის შედეგადაც “ქართული ოცნება” დაუბრკოლებლად მოიპოვებს სრულ ერთპარტიულ კონტროლს ყველა ინსტიტუციაზე, მმართველობით ორგანოსა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზეც კი.
ამიტომ, აბსოლუტურად სწორი და დროული იყო, რომ ახალგაზრდების დატუსაღებას კოალიცია “ლელო-ძლიერმა საქართველომ” უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით.
ჩვენ მზად ვართ, შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში მათი უფლებების დასაცავად.
“ქართული ოცნების” ერთ-ერთ მთავარ მიზანს ასევე წარმოადგენს პროდასავლურ ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს შორის განხეთქილების ხელშეწყობა, დაპირისპირების პროვოცირება და სწორედ ამ მზაკვრულ მიზანს ემსახურება ის ბოლო განცხადება, რომელიც მათ გაავრცელეს მიხეილ ყაველაშვილის სახელით.
ცხადია, რომ “ქართული ოცნების” ნებისმიერ ამგვარ მცდელობას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ძალისხმევის გაერთიანებით და ერთობით და იქ, სადაც, ამას ვერ ვაღწევთ ერთმანეთის პოზიციების პატივისცემით!თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!ბადრი ჯაფარიძესაკანი 21406/07/25შეგახსენებთ, რომ "ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ მათ რამდენიმე დღის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. კოალიციაში განმარტეს, რომ "ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლა ყველა ველზეა საჭირო.
ზურა გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ის პოლიტიკური პოზიცია, რომელიც, მისი თქმით, რეჟიმის არაღიარებასა და მისთვის ლეგიტიმაციის არმიცემას გულისხმობს. მისი თ...
პოლიტიკა • 1776690342
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერიც და ეკლესიაც. სასულიერო პირის თქმით, “ეკლესია...
საზოგადოება • 1776689877
Reuters -ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყენებს Anthropic-ის Mythos Preview ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა კომპანიას მიწოდების ჯაჭვის რისკის ოფიცი...
მსოფლიო • 1776688704
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...
პოლიტიკა • 1776686930
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...
საზოგადოება • 1776686637
ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...
მსოფლიო • 1776686624












