პოლიტიკა • 1725534691
„ჩვენ შეგვიძლია ერთი რამე ვთქვათ: ძალიან მძიმე შემთხვევაა, „ნაცი“ და „ნაცური“, ფაშისტური პროპაგანდა კლავს! ისინი ფიზიკურად ახერხებდნენ ამას თავისი მმართველობის პერიოდში და ახლა ხდება ეს სიტყვით“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, წყალტუბოში „ქართული ოცნების“ წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტს.
მისი თქმით, არაერთი ფაქტი არსებობს, როდესაც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ მიყენებულმა მძიმე სიტყვიერმა შეურაცხყოფებმა ადამიანების გარდაცვალება გამოიწვია.
მან გაიხსენა ორი ასეთი შემთხვევა – 2003 წელს, სააკაშვილის მიერ სამგორში, პოლიციელისთვის მიყენებული შეურაცხყოფა და 2020 წელს, საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის ბულინგი.
„ამისი არაერთი შემთხვევა გვაქვს. სხვათა შორის, კოლეგები მახსენებდნენ დღეს, 2003 წლის ფაქტი, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მსგავსად მოკლა პოლიციელი, თუ სწორად გვახსოვს ყველას, სამგორის რაიონში მოხდა ეს ფაქტი, როცა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, ეს პოლიციელი მაშინ ადგილზე გარდაიცვალა, თუ სწორად გვახსოვს.
სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს „ნაცებმა“, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც ყოველ დღე გვაყურებინებენ – ვიღაც ყოჩაღი „ნაც აქტივისტკა“, საუკეთესო კომუნისტურ/ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც წყალტუბოში, „ქართული ოცნების” წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას ეხმიანება. მაია ბითაძე გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს […]
2020 წელს, სულ ოთხი წლის წინ, საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ერთკვირიანი, ფაშისტური, „ნაცური“ ბულინგის შედეგად გარდაიცვალა, ახალი ამბავია, ოთხი წლის ამბავია. კადრები ვნახეთ უმძიმესი და შეიძლება ის კაციც შეგეცოდოს, ვინც ეს ბულინგი განახორციელა. ღირსება ქართველი კაცისთვის არის მთავარი და ეს მარტო სლოგანში კი არ არის ასახული, ადამიანის გულში და სულშია. როდესაც ღირსება შეურაცხყვეს, იმ ასევე ამ პროპაგანდის მსხვერპლმა და შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანს, ეს ადამიანი გარდაიცვალა გულის შეტევით ადგილზე.“ – აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, ვინც მსგავს პროპაგანდას ავრცელებს, რომ საზოგადოებაში, შესაძლოა აღნიშნული პროპაგანდის განვრცობა ისეთი სახით მოხდეს, რაც მსგავს ტრაგიკულ შედეგამდე მიგვიყვანს.
„ყველას უნდა ახსოვდეს ეს, პოლიტიკოსი იქნება თუ ჟურნალისტი, როცა ასეთი პროპაგანდის ავტორია, შემდეგ ამ პროპაგანდას ასეთი განვრცობა მოჰყვება საზოგადოებაში და ადამიანი შეიძლება ღირსების შელახვის გამო, გულის შეტევით გარდაიცვალოს და ცოტა უნდა დავფიქრდეთ ყველა, რისთვის ვკლავთ ერთმანეთს. 2020 წელს, ტელევიზიებიდან ბულინგის შედეგად, რატომ გარდაიცვალა თედო გობეჯიშვილი?
გახსოვთ ასეთი ადამიანი, საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ერთი კვირა რომ აბულინგებდნენ ეთერებიდან თუ პირადად? რატომ გარდაიცვალა ერმილე გიგიაძე გუშინ? – “ნაცური” პროპაგანდა კლავს და უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც კამერების წინ დავდგებით და რაღაცებს ვიტყუებით, „რუსული, რუსული“ და „არა რუსულ კანონს“ გავიძახით, უნდა ვიფიქროთ, ამ ტყუილებს მერე რა მოჰყვება.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
"გილოცავ დე“ - მიქაუტაძე გოლის გატანის შემდეგ
სპორტი • 1742746350
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „დინამო არენაზე“ სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა, 6:1 დაამარცხა-ჯვაროსნები კვლავ B დივიზიონში ითამაშებენ.
სპორტი • 1742745731
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართული დაძაბული შეხვედრის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოზე ზეწოლა ხორციელდებ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1742743646
უკრაინაში ომის დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცის დედას სათამაშო ვეფხვი და მადლობის წერილი გადასცეს, - იტყობინება დამოუკიდებელი გამოცემა RusNews-ი. დაღუპული ჯარისკაცი 83-ე სადესანტო-სამხედრო ბრიგადაში მსახ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1742743490
საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს. მატჩის 35-ე წუთზე ჯვაროსნები 5-0 იგებენ. მიქაუტაძის დუბლით, საქართველოს ნაკრები დამაჯერებლად იმარჯვებს. მანამდე, ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვ...
სპორტი • 1742741030
საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს. მატჩის 27-ე წუთზე ჯავროსნები 4-0 იგებენ.
სპორტი • 1742740383
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი