„ნაცი“ „ნაცია“ თავისი ბოროტებით“ - მამუკა მდინარაძე  

პოლიტიკა 1707732876    108

მდინარაძე

რაც არ უნდა გადანაწილდნენ ერთმანეთში, თაღლითი თაღლითია, მოღალატე მოღალატეა, „ნაცი“ „ნაცია“ თავისი ბოროტებით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „ნაცმოძრაობაზე“, „ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას განუცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გასულ კვირას პარლამენტში ამ პარტიების წარმომადგენლების შეცვლილ რიტორიკაზეც ისაუბრა.

„წინა კვირაში, ერთ მშვენიერ დღეს უცებ აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან კარგად დავარცხნილები, ჰალსტუხებით წარმოდგენილები, განსხვავებულ ამპლუაში და არიან კონსტრუქციულები. ამ დროს უფრო გაშმაგდნენ „ლელოსა“ და გახარიას წარმომადგენლები. ეს ხომ როლებია. უთხრეს: შენ ამას ითამაშებ, შენ ამას. ეს ხომ სიყალბის მტკიცებულებაც არის. მე რომ ხვალ სხვანაირი გავხდე, ვიდრე ამ წლების განმავლობაში ვიყავი, ხომ გაგიჩნდებათ კითხვა, რომ „ეს უკვე თავის თავს აღარ ეკუთვნის, ეს ადამიანი თამაშობს“. ყველა მათგანი ასრულებს როლს. შესაბამისად, ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომ ზოგი იქნება ხან რადიკალური, ხან კონსტრუქციული“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ამის მიზანია, რომ პარტიამ „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ ჩამოართვას „ხმების 1-2% მაინც“, „ლელომ“ კი რადიკალურად განწყობილი ამომრჩეველი მიიზიდოს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მირცხულავა
„ასეთი ამჩემფეხება ხალხი როგორ ხართ, კაცო“ – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: უღმერთოებო და უსარგებლოებო! ის დაბრუნებული კაცი მოიკითხეთ მაინც? თქვენთვის მობრუნდა და იმის ღირსიც არ არის იცოდეთ სადაა, რა უჭირს, რა სტკივა, რას განიცდის, რა აწუხებს? ასე...

სოცმედია 1708563089

ხაზარაძე ივანიშვილი
“თქვი რამდენი გადაიხადე ბიუჯეტში, რამდენი კაცი დაასაქმე, მერე მე განახებ, რამდენი მაქვს გადახდილი, რამდენი დასაქმებული” – მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს

“ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს “ტვ პირველიდან” მიმართა და განაცხადა: ბიძინა ივანიშვილს არ აქვს იმდენი გადახდილი ბიუჯეტში, რამდენიც მე და ჩემს შექმნილ კომპანიებს, ეს არის კანო...

პოლიტიკა 1708562713

საბა ჭიკაიძე
უნდა გაიკეთოს თუ არა აბორტი ქალმა, თუ მეორე ნახევარს ბავშვი არ უნდა? - მამა საბა ჭიკაიძის პასუხი (ვიდეო)

უნდა გაიკეთოს თუ არა აბორტი ქალმა, თუ მეორე ნახევრის ოჯახი ემუქრება და თვითონ მეორე ნახევარსაც არ უნდა ბავშვი? - მამა საბა ჭიკაიძე ქართველი ემიგრანტის კითხვას პასუხობს.  

სოცმედია 1708546920

მარტოხელა
რა თვისებები უშლის ხელს ქალს, რომ ნამდვილ სიყვარულს შეხვდეს

ფსიქოლოგების აზრით, არსებობს ელემენტარული "ცუდი ჩვევები", რომელიც, შეიძლება, ქალს ნამდვილი სიყვარულის პოვნაში  უშლიდეს ხელს. აგრძელებთ წარსულ ურთიერთობებში ცხოვრებას გაინტერესებთ თქვენი ყოფილი - როგორ...

ეს საინტერესოა 1708546620

ხოფერია
"ვზივარ ჩემთვის წყნარად, თვინიერად… რაც მთავარია, მშვიდად… მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში" - ხათუნა ხოფერია

“აუფ… სად, რატომ, რა პონტში გავახსენდი დავით დარჩიაშვილს?! ვზივარ ჩემთვის წყნარად, თვინიერად… რაც მთავარია, მშვიდად… მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში. ჰო, ვენდობი ამ ადამიანს ერთი უ...

სოცმედია 1708546380

ჰალკი
ძალიან ლამაზი ხარო - მითხრა ერთმა ქალბატონმა, მერე დავშორდი... მივხვდი, რომ აფერისტი იყო - "ქართველი ჰალკი" (ვიდეო)

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა გადაცემა „იმედის დღის“ ეთერში საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა. ქართველი „ჰალკი“ იხსენებს პირველ გამარჯვებას - როდესაც კლასელს გადაუწია ხელი. "ყველაზე...

საზოგადოება 1708546080