„ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი
პოლიტიკა • 1783063445
„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, პირადად ჩემთვის, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები და რას ემსახურებიან“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს.
„აღნიშნული პოლიტიკური პარტია, თუმცა პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები არიან. თუ რა მდგომარეობა ექნებათ მათ შიგნით, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, პირადად ჩემთვის, არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, რას ემსახურებიან და რა არის მათთვის მთავარი მამოძრავებელი.
ისინი საერთოდ აცდენილები არიან ქვეყნის, ქართველი ხალხის ინტერესს, ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს გარედან.
ყველამ კარგად ვიცით, როგორ ხდებოდა თუნდაც დანიშვნები, გადარჩევა, ამას წყვეტს ერთი ადამიანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...
კრიმინალი • 1784282118
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...
კრიმინალი • 1784281815
ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...
საზოგადოება • 1784275999
თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...
საზოგადოება • 1784275014
ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...
საზოგადოება • 1784273697
17 ივლისის ასტროლოგიური ფონი ინტენსიური, დინამიკური და გარდამტეხი ენერგიებით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ძველი, მუშაობის არმქონე მოდელების მსხვრევას და გზას უხსნის სრულიად...
ეს საინტერესოა • 1784234560











