„ნაცმოძრაობა“ ხომ დაიშალა, ახლა დაშლილის ნაწილებიც ცალ-ცალკე იშლება“ - გურამ მაჭარაშვილი „ევროპული საქართველოდან“ ლიდერების წასვლაზე
პოლიტიკა • 1722594810

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე შიდაპარტიული რღვევების პროცესებს ეხმიანება. ამჯერად მან ჟურნალისტებთან საუბრისას ლიდერების [გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი] მიერ „ევროპული საქართველოს" დატოვებაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დაშლა და რღვევა ოპოზიციის ბუნებაა.
გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თუ აქამდე ნაციონალური მოძრაობა იშლებოდა, ვინაიდან ამ ძალისთვის ერთიანობა უცხოა, ახლა მის წიაღში აღმოცენებული წვრილ-წვრილი წარმონაქმნებიც იგივე გზას გადიან.
„ეს არის ნაცმოძრაობის ბუნება. ნაციონალური მოძრაობა არის ფესვები და ხე. დანარჩენი - „ევროპული საქართველო", „ლელო“, გვარამიას „ახლები“ თუ სხვა, არიან ამ კოლექტიური ნაცმოძრაობის ხის ყლორტები. ყველა მათგანის ბუნება მდგომარეობს იმაში, რომ იქ ვერ იტანენ ერთიანობას და არ იციან ერთმანეთის გატანა. შესაბამისად, ნაცმოძრაობა ხომ დაიშალა, ახლა დაშლილის ნაწილებიც ცალ-ცალკე დაიშალა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

"არ ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას" - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ე.წ. საგამოძიე...
პოლიტიკა • 1747249161

ვიდეო: როგორ დაიწყო კრემლმა ივანიშვილის კობახიძით ჩანაცვლება - რას ჰყვება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი
პოლიტიკა • 1747248970

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“ „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...
პოლიტიკა • 1747240625

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...
პოლიტიკა • 1747239625

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747239517

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.
სოცმედია • 1747238593