"ნიუპოსტი" გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!
პოლიტიკა • 1653507000 114

1918 წლის 25 მაისს ხაშურთან ახლომდებარე სოფელ აძვისში ერთი უბრალო ქართველი გლეხკაცი, დავით კაპანაძე გარდაიცვალა. 26 მაისს საქართველოში ისტორიული კვირადღე გათენდა - გამოცხადდა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.ისტორიამ შემოინახა საოცარი საფლავის ქვა, რომლითაც შვილებმა არა მარტო საკუთარ მამის - დავით კაპანაძის სახელი უკვდავყვეს, არამედ იმ თაობების ქართველთა გულისთქმაც გააცხადეს, სამშობლოს ბედნიერებისთვის რომ იბრძოდნენ, მაგრამ ამ სანუკვარ დღეს ვერ მოესწრნენ. აი, რა წერია იმ საფლავის ქვაზე: ,,მონობაში ტანჯულო, დაუვიწყარო მამავ! შენი ნატვრა აღსრულდა - საქართველო განთავისუფლდა! 1918 წ. 26 მაისი".
ამონარიდი ოთარ ჯანელიძის ნარკვევიდან ,,26 მაისიდან 25 თებერვლამდე".
1918 წლის 26 მაისს საქართველო 117-წლიანი რუსეთის იმპერიის ბატონობისგან გათავისუფლდა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა.
სააგენტო ,,ნიუპოსტი" გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - ოპოზიცია ალტერნატიულ გეგმაზე მსჯელობს. პარამენტში დღეს ოპოზიციური პარტიების წევრები და ლიდერები არიან შეკრებილები. შეხვედრა დახურულ კარს მი...
სამართალი • 1656855080

მესამე სექტორმა "ფონდ ღია საზოგადოების" ოფისში ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო გეგმა წარმოადგინა. არასამთავრობოებმა ის 12 პუნქტი განიხილეს, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატ...
საზოგადოება • 1656854746

უზბეკეთმა ყარაყალპაკეთში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილებების გამო რეგიონში მიმდინარე დემონსტრაციებია. დემონსტრაციები პარასკევს, 1 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რ...
მსოფლიო • 1656849083

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი დ...
საზოგადოება • 1656849000

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს პოლიტიკური და უს...
პოლიტიკა • 1656847562

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე შიომ იქადაგა და ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, აბიტურიენტები დალოცა: "ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღე...
რელიგია • 1656847310