„#ნუგვეტენებით“ - „გახარიები“

პოლიტიკა 1708513072

გახარია

პარტია "საქართველოსთვის" წინსაარჩევნოდ არცერთ პოლიტიკურ სუბიექტთან გაერთიანებას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადებას მიხეილ დაუშვილი აკეთებს.

გიორგი გახარიას გუნდი წევრის თქმით,  გაერთიანებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ვერსია მხოლოდ პარტიის დაზიანებას ემსახურება, რომელიც  კოლექტიური “ოცნების” და ასევე კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ინტერესებშია.

#ნუგვეტენებით - წერს დაუშვილი სოციალურ ქსელში.

 

არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მკაფიოდ, არანაირ გაერთიანებას
არცერთ პოლიტიკურ სუბიექტთან არ ვაპირებთ. გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” 2024 წლის არჩევნებზე გადის დამოუკიდებლად. Ნებისმიერ სხვა ვერსიაზე საუბარი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, არის ტყუილი და “ოცნების” პროპაგანდის ნაწილი, რომლის მიზანიც ჩვენი დაზიანების მცდელობაა, Ჩვენი დაზიანება კი თანაბრად შედის როგორც კოლექტიური “ოცნების”,
ასევე კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ინტერესებში.

“ნაცმოძრაობასთან” (მათ შორის ნიკა გვარამია და ნიკა მელია) არც არჩევნებამდე და არც
არჩევნების შემდეგ ჩვენს პარტიას არ ექნება არავითარი კავშირი და თანამშრომლობა,
რადგან ჩვენს შორის არის ღირებულებითი სხვაობები როგორც წარსულთან, ისე აწმყოსა
და მომავალთან მიმართებით.

ეს კამპანია გუშინ წამოიწყო ლევან ბეჟაშვილმა, გააგრძელა ნიკა გვარამიამ და “ოცნების”
პროპაგანდამ. ეს მავნე განცხადებები საეჭვოდ მოკლე დროში გარდაიქმნა პროდუქტად “ოცნების”
პროპაგანდული მედიების ტყუილისთვის. ყველას, ვინც ამ ტყუილით და მავნე სპეკულაციებითაა დაკავებული, ვურჩევთ საკუთარ პარტიებს და პოლიტიკურ ცხოვრებას მიხედონ.
#ნუგვეტენებით

“კოლექტიური ნაცმოძრაობა” და “კოლექტიური ოცნება” ერთად ცდილობს ჩვენსდაზიანებას, რადგან კარგად იციან ვის უჭირავს ხელში მათი დამარცხების გასაღები, - წერს მიხეილ დაუშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ მეტრეველი აროშიძე
„ეს ტიტე აროშიძე ბათუმში ჩემი უბნელი იყო... რას წამროვიდგენდი ასეთი ნაძირალა თუ გახდებოდა“ - მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: ეს ტიტე აროშიძე ბათუმში ჩემი უბნელი იყო.90-იან წლებში ის და მისი ძმა პურის რიგში გავიცანი.უფრო უკეთ მის ძმას ვიცნბდი, მაგრამ ესეც კარგი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა,რას წამრ...

სოცმედია 1737474192

დოლარი ევრო
ლარი კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8515 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8452 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1737473888

სინდისის პატიმრის წერილი
„ბასებს აუწიეთ, რომ სამყაროებს გასცდეს ჩვენი გულწრფელი თავისუფლების ძახილი“ - სინდისის პატიმრის წერილი ციხიდან

ბასებს აუწიეთ, რომ სამყაროებს გასცდეს ჩვენი გულწრფელი თავისუფლების ძახილი - ეს წერილი “ტვ პირველმა“ გლდანის ციხიდან, სინდისის პატიმარისგან მიიღო, რომელსაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროვება არ სურს. “არავ...

პოლიტიკა 1737473797

უგულავა
„მალე დადგება დრო, როცა ივანიშვილს მხოლოდ საკუთარი ცოდვები დაამძიმებს” - გიგი უგულავა

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს: ,,1. სს ,,ტერა” და ბიძინა ივანიშვილი2. სს ,,ლუსოლი” და ეკა ხვედელიძე3. სს ,,ატუ ჰოლდინგი” და უტა ივანიშვილი როგორც ჩანს, აქ იქნება თავმოყრილი ივანიშვილის სრული ქონებ...

სოცმედია 1737472798

სოკარის თანამშრომლები
ბათუმში „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა – „სამარცხვინო ხელფასები გვაქვს“

 ბათუმში კომპანია „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. გაფიცული არიან სპეციალისტები, ოსტატები და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები. მათი განცხადებით, უკვე წლებია...

საზოგადოება 1737472694

გუგავა
„ისე მოსთქვამენ ბობოლა ქოცები, შეშურდებოდათ სამეგრელოში დაქირავებულ მოტირლებს ეს პერფომანსი” – გიორგი გუგავა

ლეიბორისტული პარტიის გენმდივანი, გიორგი გუგავა: ,,დაუსანქცირებია შვეიცარიულ ბანკებს ივანიშვილის ანგარიშები და ისე მოსთქვამენ ბობოლა ქოცები ამ ამბავს შეშურდებოდათ სამეგრელოში დაქირავებულ მოტირლებს ეს პ...

სოცმედია 1737472577