ნურავინ ნურავის მიაყენებს შეურაცხყოფას და ეტყვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა გადაწყდეს, ვინ უკეთ დააგებს ასფალტს, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი, სადაც უნდა დავადასტუროთ, რომ ამაყი ხალხი ვართ-მელია

პოლიტიკა 1631734342

ნიკა მელია

 

ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  ამ ქვეყანას თავიდან ბოლომდე მართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ნიკა მელიამ  "მთავარის" გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ ძალადობაზეც ისაუბრა.  მისი შეფასებით, აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ყველა დაარწმუნა, რომ ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს და ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს, ხოლო ახლა ამბობს, ის თავისით გადმოვარდაო, არა არის ხელისუფლება და არც რეჟიმი.
 

ნიკა მელიამ მოუწოდა მოქალაქეებს, არჩევნების გზით ხელისუფლებას საკადრისი პასუხი გასცენ.

„პირველ რიგში, სოლიდარობა ლევან აბლოთიას, ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ასე უბრალოდ მოუნდა ბიძინა ივანიშვილის სუს-ის ხელქვეითებს და გადმოაგდეს მეორე სართულიდან. სოლიდარობა მთელ „მთავარ არხს“ და მთელ ჟურნალისტთა კორპუსს. სოლიდარობა და გამძლეობა იმ ადამიანებს, ვინც მართლაც გადაჭარბების გარეშე ბრძოლის ავანგარდში დგანან და იღებენ დარტყმას პირველი საკუთარ თავზე თითოეული ჩვენგანის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და მომავალი, უკეთესი საქართველოს სახელით იბრძვიან. მგონი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს და ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს, ხოლო ახლა ამბობს, ის თავისით გადმოვარდაო, არა არის ხელისუფლება და არც რეჟიმი.

ძვირფასო მეგობრებო, კობახიძე, მდინარაძე, კალაძე, ღარიბაშვილი არიან უბრალოდ მოლაპარაკე თავები, ამ ქვეყანას მართავს თავიდან ბოლომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ასე ჰქვია ამ სამსახურს, მაგრამ ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს. ჩვენ ახლა გვაქვს ცივილიზაციურ არჩევანი, ნურავინ ნურავის მიაყენებს შეურაცხყოფას და ნუ ეტყვის, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, არჩევნები, სადაც უნდა გადაწყდეს, ვინ უკეთ დააგებს ასფალტს და მოკირწყავს გზას ქვაფენილით უკეთესად და უკეთესი ხარისხის ქვას დააგებს.

ეს არის ცივილიზაციურ არჩევანი ან ქუჩებში გვხოცავენ ან ვერ გვხოცავენ, ან გვაშანტაჟებენ ან ვერ გვაშანტაჟებენ, გვართმევენ მომავალს ან ვერ გვართმევენ, ჩვენი ბავშვები, თქვენი ბავშვები იამაყებენ ამ ქვეყანაში ცხოვრებით ან ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ ამ ქვეყნიდან წასვლაზე. ეს არჩევანია და არა ის არჩევანი, რომელსაც ბედავს სუს-ის დამქაშები და ბედავენ, საუბრობენ, მათ შორის გამოდის ადამიანი და საუბრობს, რომ ეს თვითმმართველობის არჩევანია. ბატონი კალაძე მყავს მხედველობაში, მე არ მეხება, ვინ ვის უღებს, ვინ ვის ჩაგრავს, ვინ ვის აშანტაჟებს, მე ვარ დაკავებული საქმითო და ამათი საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რითიც არის დაკავებული ქარელის მერობის კანდიდატი, მეტსახელად ოსტატი, რომელიც თურმე 2008 წელს გადმოუბირებია და რომლის პირდაპირი მოვალეობა ყოფილა სათვალთვალო კამერების დამონტაჟება მაღალი თანამდებობების პირებისთვის. ასეთი ადამიანებით არის დაკომპლექტებული ყველა ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ოლქების კანდიდატების სახით. ხალხნო, ეს არის უბრალოდ არჩევნები, სადაც უნდა დავადასტუროთ, ამაყი ხალხი ვართ ან უბრალოდ მასა ვართ, რადაც მივაჩნივართ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ, მოვიკრიბოთ ძალები და საკადრისი პასუხი გავცეთ, ვიდრე ჩვენს შვილებს, შვილისშვილებს, მშობლებს გადმოგვიყრიან მეორე, მესამე, მეოთხე სართულიდან; სადაც მთავარ გამზირზე, რუსთაველის გამზირზე სცემენ ახალგაზრდებს და შემდეგ გამოვა სუს-ის დავერბოვკებული, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, ბატონი კობახიძე თუ მდინარაძე და სხვები, იტყვიან, რომ ეს ყველაფერი არ ხდება, ჩვენ მაგრები ვართ, რადგან მილიარდები გვაქვს. მერე რა, რომ თქვენ ბევრნი ხართ. ამიტომ პირველ რიგში, დავაჯეროთ საკუთარი თავები ორ ოქტომბერს და არ მივცეთ მართლაც ამ მასას საშუალება, ჩვენს შვილებს მომავალი წაართვან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიუ იორკი თავის დაწვა
ნიუ იორკის სასამართლოსთან, ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა

ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კაცი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდე...

მსოფლიო 1713597680

სტუდენტი
სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, კობახიძის ლექციაზე არ შეუშვეს

ირაკლი კობახიძის სტუდენტი ლექციაზე არ შეუშვეს. ახალგაზრდას, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, სალექციო აუდიტორის კარიი ჩაუკეტეს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტს...

პოლიტიკა 1713596794

ნათია ფანჯიკიძე
„ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ?“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში ვიდეოს აქვეყნებს და სოცქსელში წერს: „ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ? როგორ შევძელით? სამი ვერსია მაქვს - არც ისე ცუდები ვართ, როგორც ხშირად გვეჩვენე...

სოცმედია 1713596625

ლავროვი
„შვეიცარია ღიად მტრული ქვეყანაა“ - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შვეიცარია უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო კონფერენციას ვერ უმასპინძლებს, რადგან ის ნეიტრალური ქვეყნიდან „ღიად მტრულ სახელმწიფოდ“...

მსოფლიო 1713596491

გამომცემლები
"დაუშვებლად მიგვაჩნია იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები" - გამომცემელთა ასოციაცია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ თავისუფალი, ცივილი...

პოლიტიკა 1713594042

მასწვლებელი
„რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს? ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ“ – მასწავლებელი რუსულ კანონზე

 მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი მელორ ცქვიტაია ფეისბუქში რუსული კანონს ეხიანება და წერს: „თითქმის სამი ათეული წელია მასწავლებელი ვარ! ასე უხერხულად...

საზოგადოება 1713593827