ოფიციალურად - შსს-მ რუსთაველზე მშვიდობიანი აქციის 107 მონაწილე დააკავა

პოლიტიკა 1732941228

კანცელარია პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.მთელი ღამის განმავლობაში აქციის წევრები პოლიციელებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ. რუსთაველის გამზირზე მყოფი პირები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა სახის საგნებს, ქვებს, პიროტექნიკას, შუშის ბოთლებსა და რკინის საგნებს.აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი პოლიციელი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება დამწვრობა.აქციის მონაწილეთა ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები საზოგადოებამ ნათლად იხილა სხვადასხვა ტელეეთერებში. არაერთი მოწოდების მიუხედავად შეკრებილმა პირებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააზიანეს თბილისის მუნიციპალიტეტისა თუ კერძო პირების ინფრასტრუქტურა, პარლამენტის დამცავი ჯებირი, სხვადასხვა ნივთებსა და სადენებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკარი და ვიდეოსამეთვალყურეო კამერები.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები.სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 107 პირი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გახარია საქართველოსთის
„არ ვმონაწილეობთ პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში“ - „გახარია საქართველოსთვის“

პარტია გახარია-საქართველოსთვის განცხადებით, 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმური არ არის. პარტია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში არ მონაწილეობს და არალეგიტიმური...

პოლიტიკა 1733999161

გიორგი ბრეგვაძე
„ოთხმა სპეცრაზმელმა გამიტაცა… მომპარეს სტუდენტური სესხით ნაყიდი ტელეფონი“ – გიორგი ბრეგვაძე

სასამართლო სტუდენტების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს იხილავს. ამ წუთებში გიორგი ბრეგვაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აქტივისტის, რომელიც ბეატრის გაზდელიანთან ერთად იმყოფებოდა აქციაზ...

პოლიტიკა 1733999030

ოცნება
„ევროსტრუქტურებში "ქართული ოცნების" დელეგაციებს ლეგიტიმაცია შეუწყვიტეს“ - არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართეს, რომელზეც დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ გატარებული ღონისძიებები მიმოიხილეს და სანქცირების...

პოლიტიკა 1733998845

ქეთი მელუა
„უზომოდ ვღელავ ახლანდელ სიტუაციაზე, ზუსტად მესმის, რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში“ - ქეთი მელუა

ომ­ღე­რა­ლი ქეთი მე­ლუა "ინ­სტაგ­რამ­ზე" სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხმაურება და წერს, რომ ძალიან ღელავს პროცესების გამო და ზუსტად ესმის, “რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში.“ მისი თქმით...

სოცმედია 1733997248

ლენტიი
განზრახ მკვლელობა მეტროსადგურში - მოქალაქეს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მოქალაქეს ბრალი წარედგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გ...

კრიმინალი 1733996810

ზაზა ოქუაშვილი
რას პასუხობს ზაზა ოქუაშვილი გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი არხის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას განცხადების საპასუხოდ, აცხადებს:    „გიორგი გაბუნიას განცხადების პასუხად ვაცხადებ, რომ მთავარი არხის დახურვის გ...

პოლიტიკა 1733996741