ომბუდსმენი პარლამენტს: შეაჩერეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი

პოლიტიკა 1637835869

ლომჯარია

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძეს უსმენენ. დაგეგმილია გასაუბრება კანდიდატ თამარ ოქროპირიძესთან - სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი.

ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია,  რომ უნდა დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმაზე მუშაობა, რაც გადამწყვეტია ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისათვის.

"საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის მორიგი პროცესი დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები შექმნა და აპირებს მიმდინარე კვირას მოუსმინოს იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ ოთხივე კანდიდატს, რის შემდეგაც კანდიდატები ასარჩევად პლენარულ სხდომას წარედგინება. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს აღნიშნულ პროცესის შეჩერებისაკენ მოუწოდებს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს 4 კანდიდატი წარუდგინა გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დაწყებული შერჩევის ორი კონკურსის ფარგლებში. მათ საფუძველზე გამოვლენილი სერიოზული ხარვეზები, მათ შორის პროცესის სამართლიანობისა და კანდიდატებს შორის თანასწორობის მიმართულებით, დაწვრილებით არის აღწერილი ეუთო/ოდირის მესამე ანგარიშში", - აღნიშნულია განცხადებაში.

​ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ წლიდან წლამდე მცირდება იმ განმცხადებლების რაოდენობა, რომლებიც გამოთქვამენ ინტერესს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად, რაც შერჩევის პროცედურის მიმართ უნდობლობას აჩვენებს.

"9 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადება მხოლოდ 51-მა კანდიდატმა წარადგინა, საიდანაც 17-მა თავისი კანდიდატურა მოხსნა, 3 კანდიდატი კი საბჭოს გადაწყვეტილებით გამოეთიშა კონკურსს. 1 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრირებული ჯამში 18 კანდიდატიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ 5 მათგანის შეფასება შეძლო, ვინაიდან დანარჩენებმა საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ორივე კონკურსის ჯამში დამატებითი განცხადება მხოლოდ 3-მა კანდიდატმა წარადგინა, რაც ხაზს უსვამს აღნიშნული მექანიზმის არაეფექტიანობასა და ხარვეზულობას.

ომბუდსმენი განსაკუთრებით უსვამს ხაზს, რომ მეორე კონკურსში კანდიდატებთან გასაუბრებასა და მათ შეფასებაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 10 წევრი - 9 მოსამართლე წევრი და პრეზიდენტის მიერ დანიშნული 1 წევრი, ვინაიდან ამ დროისათვის პარლამენტის მიერ არჩეულ 5-ვე არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა ამოწურული ჰქონდა, ხოლო მათ ნაცვლად ახალი წევრები პარლამენტს ამ დრომდე არ აურჩევია.

"საქართველოს პარლამენტმა უვადოდ პირველად 2019 წლის 12 დეკემბერს აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, 2021 წლის 12 ივლისს კი დამატებით 6 მოსამართლე განაწესა უვადოდ უზენაეს სასამართლოში. ამ გადაწყვეტილებებმა, რომლებიც სამართლებრივი თვალსაზრისით საკმაოდ პრობლემური იყო, დიდი დარტყმა მიაყენა მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში. სახალხო დამცველი მიმდინარე წელსაც გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხს და კიდევ ერთხელ წარმოადგინა სამართლებრივი მიზეზები, რის გამოც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მთელი ეს პროცესი პრობლემური იყო. აღნიშნული არგუმენტები დღესაც ძალაშია. კერძოდ, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირება, მანამდე კი, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია.

აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე გამოცემულ მეოთხე ანგარიშშიც, სადაც აღწერილია მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი სერიოზული პრობლემები, პირველივე უმთავრეს რეკომენდაციად სწორედ უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატების შერჩევის პროცესის დაუყოვნებლივ შეწყვეტაა მითითებული, ფუნდამენტური სასამართლო რეფორმების განხორცილებამდე. ძირეული რეფორმირების საჭიროებაზე და ახალი მოსამართლეების არჩევის შეჩერებაზე მითითებულია ასევე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ მომზადებულ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებაში - „სამომავლო გზა საქართველოსათვის.“

კვლავინდებურად მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მოვუწოდებთ შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის მიმდინარე პროცესი და დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმაზე მუშაობა, რაც გადამწყვეტია ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისათვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია ბათუმში
"არჩილ, შენ ასეთ სახლში იცხოვრებდი?" - აქცია-პერფორმანსი ბათუმში

ბათუმში, ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართა, სადაც საინიციატივო ჯგუფის "არ გადადოს" წევრებმა ქალაქში არსებული ავარიული შენობების ფოტოები მიიტანეს და ბანერი წარწერით: "არჩილ, შენ ას...

საზოგადოება 1638955889

სები
სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1638955065

სალომე ბახსოლიანი
პენიტენციურსა და იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე დღე მიეცათ იმისთვის, რომ წაშალონ კანონის დარღვევით გასაჯაროებული სააკაშვილის აუდიო/ვიდეო ჩანაწერები - ბახსოლიანი

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის კადრების წაშლა მოსთხოვა, უწყებას ჩანაწერი ამ დრომდე არ წაუშლია. როგორც სახელმ...

პოლიტიკა 1638954349

სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. საძაგლიშვილის განმარტებით, სააკაშვილმა პროტესტის ამ ფორმას პენიტენციური სამსახ...

პოლიტიკა 1638952958

ივანე ჩხაიძე
რა სიმპტომები ახასიათებს ახალ "ომიკრონ" შტამს - ივანე ჩხაიძის განმარტება

კორონავირუსის ახალ, ომიკრონ შტამზე იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორ ივანე ჩხაიძე საუბრობს...

Covid 19 1638952557

პოლიცია
ყაჩაღობა "ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურზე - პოლიციამ ოზურგეთში ერთი პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, ოზურგეთში, ლუკიოილის ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული თავს დაესხა ოპერატორის და იარაღის გამოყენებით თანხა გასტაცა: "შინა...

კრიმინალი 1638952539