„ომის ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტისა და სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებული რეგულაციები შეიცვალოს“ - ომბუდსმენის მიმართვა მთავრობას
პოლიტიკა • 1707808825
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 12 თებერვალს ომბუდსმენმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.
საქართველოს სახალხო დამცველმა პრობლემურად მიიჩნია არსებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ საპენსიო პაკეტთან ერთად სოციალური პაკეტის მიღება უწყდებათ.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გარდა ამისა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სოციალურ პაკეტთან ერთად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებაც ეკრძალებათ.
ომბუდსმენი ამბობს, რომ მოცემულ საკითზე მსჯელობისას საქმე გვაქვს ისეთ სოციალურ კატეგორიასთან, რომლის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება და აღნიშნული გასაცემლების ერთობლივი გაცემის შესაძლებლობის შემოღება სახელმწიფოს არ დააწვება მნიშვნელოვან ტვირთად. კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2023 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობს:
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი - 178 პირი;
სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი - 99 პირი;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი - 3136 პირი;
თავდაცვის ძალების ვეტერანი - 183 პირი.
სოციალური პაკეტით სარგებლობს:
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი - 4 პირი;სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი - 843 პირი;საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი - 22 442 პირი;თავდაცვის ძალების ვეტერანი - 843 პირი.საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა მთავრობას - განიხილოს შესაბამის დადგენილებებში იმგვარი ცვლილების შეტანის საკითხი, რომ ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკისგან დამოუკიდებლად მიეცეთ შესაძლებლობა ერთდროულად ისარგებლონ, როგორც სოციალური პაკეტით, ასევე, საყოფაცხოვრებო სუბსიდიით. ამასთან, სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება არც საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ შეეზღუდოთ.
სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს -...
კრიმინალი • 1762758491
შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს "რჩევებს" აძლევს, როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს დემოკრატიას უწუნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადება...
პოლიტიკა • 1762758288
საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...
პოლიტიკა • 1762755863
"ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არ...
პოლიტიკა • 1762753789
"ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ან ღვთივსათნო, სწორი ცხო...
საზოგადოება • 1762749519
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას მისი "სისხლის სამართლის პოლიტიკის ჟურნალის" (KriPoz) საერთაშორისო რედაქტორების...
სოცმედია • 1762749345











