ოპოზიცია შეშფოთებულია იმით, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნოდ სიმშვიდეა... ის ცდილობს და გააუარესოს საარჩევნო გარემო - კობახიძე ჩანაწერების გავრცელებას ოპონენტებს აბრალებს

პოლიტიკა 1631712974

კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე სუს-იდან გამოჟონილი აუდიოჩანაწერების ფაილებზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ვერ ეგუება წინასაარჩევნო მშვიდ გარემოს, ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რომ ეს გარემო გააუარესოს. მისი თქმით, ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას არ ატარებს, რადგან პოლიტიკური პროცესების ხელოვნური პოლარიზება აქვს გეგმაში:

"როგორც ყველა ვხედავთ, წინასაარჩევნო გარემო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის უპრეცედენტოდ მშვიდობიანი და მშვიდი, არ დაფიქსირებულა რაიმე სერიოზული საარჩევნო დარღვევა და არც ერთი მსუბუქი ძალადობრივი ინცინდენტიც კი.

რა თქმა უნდა, ეს აშფოთებს იმ პოლიტიკურ პარტიასა და მის კუთვნილ ტელევიზიებს, რომლებიც სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებული არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებითა და წინასაარჩევნო გარემოს გაუარესებით.

სწორედ ამ შეშფოთების გამოძახილი იყო აღნიშნული ტელევიზიების მიერ იმ ტყუილ-მართალი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც წინასაარჩევნო ემოციური ფონის გაუარესებას ემსახურებოდა. თუმცა, როგორც ხედავთ, მათ საკუთარ მიზანს ვერ მიაღწიეს. მეტიც, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები არიან რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა მიზანი ჩვენი ეროვნული იდენტობის ორი უმთავრესი საყრდენის - სახელმწიფოსა და ეკლესიის შერყევაა.

ამ ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტიურად წარიმართება.

„საჭიროა მსხვერპლი", „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში" - ეს არის ფრაზები ნაციონალური მოძრაობისა და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის „სირცხვილიას" წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან.

გვაქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი უჯდებათ, როცა, ვციტირებთ - „ამის მეათედ თანხად შეიძლება კილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება".

ასევე, „სირცხვილიას" ერთ-ერთ წარმომადგენელს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა თხოვეს რამდენიმე ჩატში ამ იდეის დატესტვა.

ყველამ ვიცით რა ღირებულებების მატარებელი არიან ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ყველაზე მძიმე პროვოკაციაზე წასვლაც კი მათგან არავის გაუკვირდება.

რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულად არ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, არ აქვს საარჩევნო პროგრამები, არ ხვდება და არ ესაუბრება ხალხს. აშკარაა, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკური პროცესების ხელოვნურ პოლარიზაციაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე, სიცრუესა და პროვოკაციებზე იქნება აგებული.

მოვუწოდებთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა ქვეყანაში მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს დასამძიმებლად. ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად იზრუნონ წინასაარჩევნო პროვოკაციების პრევენციაზე" - განაცხადა კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი
ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოდის. სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნებზე ყველა მივიდეს და "მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება ყველანი...

პოლიტიკა 1632769234

მოსმენები
უმრავლესობის აზრით, სასულიერო პირებს პოლიტიკური მიზნებისთვის უსმენენ - Edison Research

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლება სასულიერო პირების პირად ინფორმაციას უსმენს, რათა შემდეგ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.  კითხვას - "თქვენი აზრ...

პოლიტიკა 1632767217

ნაცები
გახარიას ამომრჩეველმა შესაძლოა "ნაციონალურ მოძრაობას" მხარი დაუჭიროს

"კვლევა ამბობს, რომ ხელისუფლების პოზიციები განიცდის დეგრადაციას"- ასეთია პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასება Edison Risearch-ის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური პარტიების კვლევების შედეგებთნ დაკავშირებით,...

პოლიტიკა 1632766276

მდინარაძე
"არ მგონია სერიოზული იყოს.." - მამუკა მდინარაძე Edison Research-ის კვლევაზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე,  Edison Research-ის კვლევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს კვლევა "სერიოზული არ ჰგონია". მდინარაძემ თქვა, რომ მას თბილისში პირველივე ტურში...

პოლიტიკა 1632765667

გახარია მელია კალაძე
მელია 46%, გახარია 49%, კალაძე 55% - პოლიტიკოსების მოწონება Edison-ის კვლევით

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პირველ 2 ადგილს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია და თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე იკავებენ. კალაძეს მოსახლეობის 55% "პ...

პოლიტიკა 1632765329

კვლევა
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მმართველ გუნდს არას ეუბნება - Edison Researc-ის კვლევა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით, საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Edison Reswarc-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების რეიტინგების გარდა, ძალიან საინტერესო აღმოჩენაა ის მო...

პოლიტიკა 1632764855