„ოპოზიციის აკრძალვის თემას, "ოცნება", სავარაუდოდ, დასავლეთთან სავაჭროდ გამოიყენებს“ - გია ხუხაშვილი
პოლიტიკა • 1744718654

პოლიტილოგი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციის აკრძალვის თემას "ოცნება" დასავლეთთან სავაჭროდ გამოიყენებს. ექსპერტის თქმით, ოპონენტების გაქრობა ივანიშვილის გუნდის რეალური მიზანი არ არის, თუმცა, შესაძლოა, დასავლეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაში, სწორედ ეს თითიდან გამოწოვილი საკითხი დათმონ.
ერთგვარ სავაჭრო თემადაც აქვთ ეს იგივე დასავლეთთან, იმიტომ, რომ როდესაც შენ რამე კარგის გაკეთება არ გინდა და ვიღაცასთან რაღაც ტიპის მოლაპარაკებების გახსნა გინდა, რაც შეიძლება მეტი უნდა დააშავი წინასწარ, რომ მერე რაღაც მაინც დასათმობი გქონდეს. დავუშვათ, ეს თემა დაგიდეს, ის თემა დაგიდეს, ბევრი თემა დაგიდეს და მერე, თუ დასავლეთთან რაღაც მოლაპარაკებები გაიხსნება, თუ ექნებათ 10 თემა, ათიდან 3-ს, თითიდან გამოწოვილს დათმობენ ამ მოლაპარაკებებში, - ამბობს ხუხაშვილი.
"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის აკრძალვის თარიღი გადაწია - მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიას ერთპარტიული პარლამენტი ვადას გაუხანგრძლივებს და შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა პარტიას ექნება.
მამუკა მდინარაძე აანონსებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შემდეგ, საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდება, რომელიც მისივე მტკიცებით, "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" აკრძალავს.

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნება სათუო ხდება.ევროკავშირი აპირებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლები გააფართოვეს, მეორე მხრივ კი, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ უვიზო მიმოსვლა „ღვ...
პოლიტიკა • 1745736664

გრუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა აღიარა ჩრდილო კორეელი სამხედროების მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში. კერძოდ, გერასიმოვმა პუტინს კურსკის ოლქის "გათავისუფლება" უპატაკა, სადაც...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745735958

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილის დღის ბოლოდან 27 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერ...
საზოგადოება • 1745735245

კანადაში, ვანკუვერში მანქანა ფესტივალის დროს ხალხში შევარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა მათი რიცხვი არ კონკრეტდება. მანქანის მძღოლი დაკავებულია. შემთხვევა კი...
მსოფლიო • 1745734900

ვაფასებ ტრამპისა და მისი გუნდის მუშაობას უკრაინაში, პუტინის ბარბაროსული ომის სამართლიანად დასასრულებლად - წერს x-ზე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და რუსეთის წინააღმდეგ, დამატებითი სანქციების დაწე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745734818

რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებები გამართოს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის წარმომადგენლი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745733809