ოპოზიციის დიდი ნაწილი, ნაწილობრივ დაემსგავსა ქოცებს, ისეთივე სურვილი აქვთ, როგორც ივანიშვილს, რომ გავჩუმდე - სააკაშვილი

პოლიტიკა 1782819138

პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს. რომელშიც ოპოზიციას აკრიტიკებს."დღეს ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" პირველად გავა ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც ბევრ ახალს გაიგებთ და ასევე დეტალურად ვყვები ჩვენი ბრძოლის ჩემს ხედვას. ენის მოუჩლექავად აღვწერ დიდ საფრთხეებს, ასევე აქაურ პოლიტიკაზეც ვსაუბრობ. საქართველოში პოლიტიკური პროცესის მთავარი პრობლემაა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, ნაწილობრივ დაემსგავსა ქოცებს, ვინაიდან, როგორც ქოცებს, მათაც აკლიათ გულწრფელობა, გამჭვირვალობა და იყენებენ ორმაგ სტანდარტებს. ამით აიხსნება ერთი პერიოდი, სრულიად მიუღებელი აღტყინება სალომე ზურაბიშვილით, რომელიც თავიდანვე პრეზიდენტად დაასახელეს იმ აქტიური კამპანიის გამო, რომელიც მან ევროპაში ჩაატარა, საქართველოს ომში დადანაშაულებით და რომლის პრეზიდენტად თავს მოხვევა მოხდა ძალადობით (რასაც შეეწირა ია კერზაია), მოსყიდვით, გაყალბებით.ასევე, დღეს ოპოზიციის ერთი ნაწილი რომ აცხადებს, რომ ერთიანობის ჩამშლელია ნაცმოძრაობა და ჩემი გამონათქვამები, ე.ი. მათ ერთიანობას ივანიშვილის ქისებთან, გილაურებთან და ზოგადად საბანკო ოლიგარქებთან, ყველა შეკვეთის შემსრულებელ ბოკერიებთან, თურმე მე ვუშლი ხელს და ამიტომ ვერ უტევენ უფრო მკვეთრად დიქტატურას (სხვათა შორის სიტყვა "დიქტატორის" გამოყენებასაც ვეღარ ბედავენ და ამიტომ მათ ისეთივე სურვილი აქვთ, როგორც ივანიშვილს და შეიძლება მეტიც კი, რომ გავჩუმდე.მაგრამ მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ ბევრი მისმენს. მოკლედ უყურეთ ინგა გრიგოლიას."- წერს მიხეილ სააკაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მურთაზ ზოდელავა
მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს "ვივამედში", გაირკვა, რომ ორჯერ გადაიტანა ინსულტი - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი თანაგუნდელი, ასევე პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაშია გადაყვ...

პოლიტიკა 1784286900

ულტრაბგერითი თერაპია
ულტრაბგერითი თერაპია: როგორ აჩქარებს ქსოვილების აღდგენას?

ულტრაბგერითი თერაპია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანებების, ტკივილისა და ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. მისი მოქმედება ეფუძნება მაღალი სიხში...

საზოგადოება 1784286000

მარნეული პოლიცია
მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...

კრიმინალი 1784282118

შსს დაკავება
ბათუმში ბინის შეძენისა და რემონტის საბაბით, მოქალაქეს 171 000 ლარამდე გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...

კრიმინალი 1784281815

ელექტრო სტიმულაცია
რომელი დაავადებების დროს ინიშნება ელექტრო სტიმულაცია?

ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...

საზოგადოება 1784275999

გაზი
გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...

საზოგადოება 1784275014