ოპოზიციის ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილი გაათავისუფლეს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ კი აცხადებენ, რომ შვებულებაშია

პოლიტიკა 1785671626

ვანო ზარდიაშვილი

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილი შვებულებაში იმყოფება. ამის შესახებ მათ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემიდან გაათავისუფლეს. მისივე ცნობით, ამ ეტაპზე იგი ორკვირიან შვებულებაში იმყოფება, ხოლო პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მის პირველ მოადგილედ უკვე დავით ვარდიაშვილი დანიშნა.

“ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემიდან გაათავისუფლეს!

მიზეზი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები და ქვეყნის ორჯერ ჩაბნელებაა.

ამ ეტაპზე იგი ორკვირიან შვებულებაში იმყოფება, ხოლო ირაკლი კობახიძემ მის პირველ მოადგილედ უკვე დავით ვარდიაშვილი დანიშნა, რომელიც საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან გადაიყვანეს.

საგულისხმოა, რომ ვანო ზარდიაშვილის ანაზღაურებამ 2025 წლის განმავლობაში 215 218 ლარი შეადგინა ხალხს კი ორჯერ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია გაეთიშა.

„ქოცების“ გამო სწორედ ასეთ შედეგს ვიღებთ, როდესაც სახელმწიფო უწყებებში პროფესიონალიზმის ნაცვლად პარტიული ნიშნით დანიშნული კადრები, არაკომპეტენტურობა, კორუფცია და უპასუხისმგებლობა დომინირებს.

თუმცა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია:

მხოლოდ ზარდიაშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა, ან რატომ ინარჩუნებს კვლავ დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარის მაღალანაზღაურებად თანამდებობას?

სწორედ ნარმანია გვიმტკიცებდა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება აუცილებელი იყო, რათა ავარიული გათიშვები აღარ განმეორებულიყო.

რეალობაში კი საქართველო ორჯერ ჩაბნელდა!

თუ პასუხისმგებლობაზეა საუბარი, მაშინ ის მხოლოდ ერთ ადამიანს არ უნდა შეეხოს, ასევე, ბიძინა ივანიშვილის კრიპტო-მაინინგთან დაკავშირებული ბიზნესების ელექტროენერგიის ტარიფებზე კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია”,- წერს ფარულავა.

ცნობისთვის, ვანო ზარდიაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურ დირექტორად 2025 წლის მაისში დაინიშნა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე კახა 1
ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით - კალაძე "ინტერრაოს" დასანქცირებაზე

„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...

პოლიტიკა 1786096179

საქბანკი
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786095246

დაკავება კომპიუტერულ მონაცემებზე
უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000$ მიითვისეს - კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის  ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...

კრიმინალი 1786094675

გურამ დადიანიძე
"კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები" - ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის ხმა ისმის

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...

საზოგადოება 1786090620

თურქები დაკავება
თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი აჭარაში დააკავეს - ბრალად იარაღის უკანონო ტარება და საზღვრის კვეთა ედებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...

კრიმინალი 1786086000

საქბანკი
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786028400