ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ხვდებიან
პოლიტიკა • 1793707200
ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ხვდებიან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა საათზე მეტია მიმდინარეობს. პოლიტიკოსები ევროკავშირის წარმომადგენლებს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და კრიზისზე ესაუბრებიან, რომელზეც პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხიც. ოპოზიციის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებასა და მოქალაქეებისთვის პოლიტიკური არჩევანის შეზღუდვას ცდილობს.
„წარმოუდგენელია პოლიტიკური პროცესი ნორმალური, გამართული არჩევანის გარეშე — არა სახელით არჩევნების, არამედ არსით არჩევნების. სწორედ ამაზე ვიმსჯელეთ დღეს, რომ უჩვენოდ ქართული პოლიტიკური სპექტრი მომხრეა ცივილური პოლიტიკის წარმოების. როდესაც ვსაუბრობთ იმ ანომალიაზე, რაც უკვე პოლიტიკისგან ძალიან შორს არის — მათ შორის ის, რაც ხდება ბათუმში, ის პერფორმანსი — რა თქმა უნდა, დღეს ერთ-ერთი განხილვის საკითხია“, — აცხადებს „ჯერ საქართველოს“ ლიდერი, ვიქტორ ყიფიანი.
„დიდი ინტერესია, ბუნებრივია, დიპლომატიური კორპუსის მხრიდან, როგორ აპირებენ პარტიები — იმ შემთხვევაში, თუკი იქნება საკონსტიტუციოს მხრიდან ეს გადაწყვეტილება სისრულეში მოყვანილი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება — როგორ აპირებენ გაგრძელებას, როგორია ჩვენი ურთიერთობები ერთმანეთთან და პარტნიორებთანაც, რა მოლოდინები გვაქვს. მთელი ციკლი იქნება ახლა, ნოემბერში, გაფართოებასთან დაკავშირებით ევროინტეგრაციის საკითხებში შეხვედრების ბრიუსელში“, — ამბობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










