ორი ახალი შესწორება საქართველოზე აშშ-ის თავდაცვის აქტის პროექტში
პოლიტიკა • 1780644554
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოსთან დაკავშირებული ორი შესწორება დაამტკიცა. ორივე ინიციატივის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენი, MEGOBARI აქტის თანაავტორი ჯო უილსონია.
ერთ-ერთი შესწორება საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და იმ პირების საკითხს ეხება, რომლებიც დოკუმენტში „პოლიტიკურ პატიმრებად ფართოდ აღიარებულებად“ არიან მოხსენიებული. ტექსტის მიხედვით, კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს მათი დაკავებისა და პატიმრობის გამო და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის ფორმატში, რეგულარულად უნდა განიხილებოდეს.
ამავე შესწორების თანახმად, აშშ-ის თავდაცვის მინისტრს დაევალება 2026 წლის 26 ოქტომბრამდე კონგრესს წარუდგინოს არასაიდუმლო ანგარიში, რომელშიც აღწერილი იქნება, როგორ ითვალისწინებს პენტაგონი აღნიშნულ საკითხს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის პროცესში.
მეორე შესწორება საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობას ეხება. დოკუმენტის მიხედვით, თავდაცვის მინისტრმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით, NDAA-ს ძალაში შესვლიდან 180 დღის ვადაში კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს გასაიდუმლოებული ანგარიში საქართველოში მოქმედი რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების შესახებ.
როგორც განმარტებულია, აღნიშნული ინიციატივები ასახავს ვაშინგტონში არსებულ მზარდ ინტერესსა და შეშფოთებას საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესებისა და რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის საკითხების მიმართ.
შესწორებები ჯერ მხოლოდ წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა დაამტკიცა. მათი საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა, რომ შესაბამისი პროცედურები გაიარონ კონგრესის ორივე პალატაში, შემდეგ კი საბოლოო ვერსიას აშშ-ის პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...
კრიმინალი • 1784282118
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...
კრიმინალი • 1784281815
ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...
საზოგადოება • 1784275999
თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...
საზოგადოება • 1784275014
ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...
საზოგადოება • 1784273697
17 ივლისის ასტროლოგიური ფონი ინტენსიური, დინამიკური და გარდამტეხი ენერგიებით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ძველი, მუშაობის არმქონე მოდელების მსხვრევას და გზას უხსნის სრულიად...
ეს საინტერესოა • 1784234560











