„ორი გულწასული გოგო გამოვაძრე ხალხს ძირიდან.... დამიწყეს დუბინკებით ცემა. ვყვიროდი, მოკვდნენ, მე მგონი, გამაყვანინეთ-თქო და შენი ძალით პატრიოტი დედა მოვ*ყანო და უარესად მირტყეს“

პოლიტიკა 1732939602

აქციის მონაწილე ბიჭი

"ყველაზე მძიმე შეგრძნებებიდან არის უსუსურობის შეგრძნება. როცა იცი რა უნდა გააკეთო მარა უბრალოდ არ შეგიძლია.სპეცრაზმმა ალყაში მოგვაქცია, როცა მაქსიმალურ სიმჭიდროვეს მივაღწიეთ წიწაკა დაგვასხეს ზემოდან. ატყდა ჭყლეტა ვიღაც ორი გოგო მოყვა ჩემს ქვემოთ და ზემოდან სამი ფენა ხალხი დამაწვა. იცით რა ძნელია უყურებდე თვალებში ადამიანს, რომელიც განწირული გთხოვს შველას და შენ უბრალოდ გარყევა არ შეგიძლია?რაღაც მომენტში ვიპოვე სივრცე, და ნახტომში ამოვძვერი ზედახორადან და სანამ ისევ დაეყრებოდა ხალხი ეს ორი, უკვე გულწასული გოგო გამოვაძრე ხალხს ძირიდან. ამ დროს სპეცრაზმისკენ ზურგით მომიწია შეტრიალება და დამიწყეს დუბინკებით ცემა.ვყვიროდი, მოკვდნენ მემგონი გამაყვანინეთთქო და შენი ძალით პატრიოტი დედამ***ყანო და უარესად მირტყეს. საპატიო დუბინკების ესკორტით გამაცილეს 30 მეტრი. მივდიოდი და ერთადერთი აზრი მიტრიალებდა. ორი გულწასული გოგო მყავდა გასაყვანი. გავიყვანე.როგორც ეგენი ვერ გამომგლიჯეთ ხელიდან, ეგრე ვერ გამომგლეჯთ გულწასულ საქართველოს.ჩვენ დავბრუნდებით და მოვიგებთ ამ ომს.ხოლო შენ, ვინც ეს წაიკითხე და უყურე, შეგიძლია მოხვიდე და არ მოდიხარ, შენ მშვიდად იყავი, არ ამიღელდე, თოვლი მოსულა საბადურებისკენ თურმე, კარგი სურათები დადე!!!" | წერს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლევან კობახიძე სოციალურ ქსელში

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სამი პარტია და სალომე
"არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება - ამდენად სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად" - 3 გამარჯვებული პარტია

3 გამარჯვებული პროდასავლური პარტია ამბობს, რომ ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი - პრეზიდენტია, ხოლო დე ფაქტო პარლამენტს ახალი პრეზიდენტის დანიშვნის უფლება არ აქვს. როგორც პარტიები ამბობენ, "შე...

პოლიტიკა 1734003193

გახარია საქართველოსთის
„არ ვმონაწილეობთ პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში“ - „გახარია საქართველოსთვის“

პარტია გახარია-საქართველოსთვის განცხადებით, 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმური არ არის. პარტია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში არ მონაწილეობს და არალეგიტიმური...

პოლიტიკა 1733999161

გიორგი ბრეგვაძე
„ოთხმა სპეცრაზმელმა გამიტაცა… მომპარეს სტუდენტური სესხით ნაყიდი ტელეფონი“ – გიორგი ბრეგვაძე

სასამართლო სტუდენტების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს იხილავს. ამ წუთებში გიორგი ბრეგვაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აქტივისტის, რომელიც ბეატრის გაზდელიანთან ერთად იმყოფებოდა აქციაზ...

პოლიტიკა 1733999030

ოცნება
„ევროსტრუქტურებში "ქართული ოცნების" დელეგაციებს ლეგიტიმაცია შეუწყვიტეს“ - არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართეს, რომელზეც დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ გატარებული ღონისძიებები მიმოიხილეს და სანქცირების...

პოლიტიკა 1733998845

ქეთი მელუა
„უზომოდ ვღელავ ახლანდელ სიტუაციაზე, ზუსტად მესმის, რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში“ - ქეთი მელუა

ომ­ღე­რა­ლი ქეთი მე­ლუა "ინ­სტაგ­რამ­ზე" სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხმაურება და წერს, რომ ძალიან ღელავს პროცესების გამო და ზუსტად ესმის, “რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში.“ მისი თქმით...

სოცმედია 1733997248

ლენტიი
განზრახ მკვლელობა მეტროსადგურში - მოქალაქეს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მოქალაქეს ბრალი წარედგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გ...

კრიმინალი 1733996810