ორი ოქტომბერი უნდა იყოს საშველი ყველასთვის, მათ შორის კობახიძისთვის, რომ ხელისუფლების რიგებიდან სამარცხვინო ბრიფინგები აღარ ჩაატაროს - ნიკა მელია

პოლიტიკა 1631734628

მელია

ოპოზიციის მერობის კანდიდატი , „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე,  ნიკა მელია ამბობს, რომ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება გაკვირვებას არ იწვევს.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის ჩატებიდან ჟონავს ფრაზები: „საჭიროა მსხვერპლი“, „შეიძლება ქილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“.

მელია აღნიშნავს, რომ  ორი ოქტომბერი უნდა იყოს საშველი ყველასთვის, მათ შორის კობახიძისთვის, რომ ხელისუფლების რიგებიდან სამარცხვინო ბრიფინგები აღარ ჩაატაროს:

„ვფიქრობ, ბატონი კობახიძის ეს განცხადება არ იწვევს გაკვირვებას, უბრალოდ, მათი ფონი იმდენად მძიმე არის, რომ შესაძლოა, უფრო მძაფრად ჩანს ის სიგიჟე, რომელიც შესაძლებელია სჭირდეს ადამიანს ჯანსაღ გონებაში. აი, ეს კი ნამდვილად შეიძლება იყოს სიახლე. დააკვირდით ძვირფასო თანამოქალაქეებო ბატობი კობახიძის რიტორიკას, მის ზღვარგადასულ პროპაგანდისტულ გზავნილებს და გადაწყვეტილების მიღება არავის არ გაურთულდება. ეს სიბოროტე, სივარაგე უნდა დამარცხდეს. ადამიანს, რომელიც რასაც საუბრობს თავადაც არ სჯერა, მეტიც, წარმოდგენაც არაა აქვს, რასაც დაუწერენ იმას კითხულობს. ამიტომ ორი ოქტომბერი უნდა იყოს საშველი ყველასთვის ამ ქვეყანაში, მათ შორის ბატონი კობახიძისთვის, რომ აღარ იყოს ეს ადამიანი ვალდებული, პირველ რიგში, საკუთარ თავს მიაყენოს შეურაცხყოფა და აღარ ჩაატაროს ხელისუფლების რიგებიდან ასეთი სამარცხვინო ბრიფინგები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ პოლიტიკური ვეგეტარიანელები მათთან შედარებით

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ   წინა ხელისუფლებასთან  შედარებით,  პოლიტიკურად ვეგეტარიანელები არიან: "საერთოდ ახლა მეგის ქარდავასნაირი და ახალაია, ვანო მერაბიშვილი, ბოკ...

პოლიტიკა 1631910867

სისხლიანი ბანერი
მორიგი სიძულვილის კამპანია თბილისში - დედაქალაქში სისხლიანი ბანერები ისევ გამოჩნდა

მორიგი სიძულვილის კამპანია დედაქალაქში - "არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", თბილისის ქუჩებში წინასაარჩევნოდ ახალ ბანერებს აკრავენ, თუმცა მათზე სხვადასხვა კანდიდატის ნაცვლად, მედიისა და ოპოზიციი...

პოლიტიკა 1631910110

ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი 5 ივლისის გამოძიებაზე: ამდენი საფიქრალი და საქმე მაქ, არ ვერევი

შეიძლება თუ არა ვიხილოთ კიდევ უფრო ემტი დაკავებული 5 ივლისის საქმეზე? - აღნიშნულ კითხვაზე საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი რარიბაშილი აცხადებს, რომ "ამდენი საფიქრალი და საქმე აქვს და  არ ერევა" "არ...

პოლიტიკა 1631908680

ღარიბაშვილი
"პარლამენტის შენობა ისეა დაცული, გამორიცხულია, შეანგრიო და შეხვიდე...გახარიამ ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო" - ღარიბაშვილი 20 ივნისზე

პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი 20 ივნისზე საუბრისას ამბობს, რომ გახარიამ 3 საათის განმავლობაში სპეცრაზმელები აგრესიულ ბრბოს აცემინა და  ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო: "გამოიყვანა გარეთ დამწყები სპეც...

პოლიტიკა 1631908344

ჩარკვიანი
"გული მწყდებოდა და აგერ ბატონო ,ჩემი მეუღლის კლინიკაც აღმოჩნდა, ფუ ” ტუალეტის ბინადარნი” – თაკო ჩარკვიანი მასალებზე

პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მოსმენის ეპიცენტრში მისი მეუღლის კლინიკაც აღმოჩნდა: “გული მწყდებოდა. რატომ არ არის თქო და აგერ ბატონო ,ჩემი მეუღლის კლინიკ...

სოცმედია 1631907752

პოლიტიკა
გიორგი გახარია არის შეცდომა, ეს კაცი იყო არავინ - ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია არის შეცდომა. "გიორგი გახარია არის შეცდომა, მე თუ მკითხავთ და ძალიან სამწუხარო. მე ადრეც ვთქვი და მინდა გავიმეორო, თ...

პოლიტიკა 1631907399