„ოთახიდან გავიდა გამომძიებელი და საცემად შევიდნენ ნიღბიანები; სადამსჯელო ოპერაცია სხვა სართულზეც გაგრძელდა“ - ნიკა მელია სხვიტარიძეზე

პოლიტიკა 1733461304

მეისა სხვიტარიძე

საბა სხვიტარიძის დაკავებასა და მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ავრცელებს ინფორმაციას და წერს, რომ  ტიტუშკად ქცეული "პოლიციის" პროვოკაციის შემდეგ სხვიტარიძე დააკავეს და სამმართველოში მიყვანისას გამომძიებლის ოთახში, ნიღბიან პირებს აცემინეს:

"საბა ის ბიჭია, რომელმაც მარიოტთან ჩასაფრებულ, ტიტუშკებად გადაცმულ “პოლიციის” მაღალჩინოსნებს, წინააღმდეგობა გაუწია, საკუთარი თანაგუნდელების დასაცავად. "დაზარალებული", ვითომ ოპოზიციის მოწინააღმდეგე მოქალაქე (სამოქალაქო ტანსაცმელში და ნიღაბში გამოწყობილი) აგრესიული პროვოკატორი  - პოლიციის მაღალჩინოსანი აღმოჩნდა - მირიან ქავთარაძე.მისი ამოცნობა მხოლოდ მას მერე გახდა შესაძლებელი, რაც მას და სხვა "ტიტუშკებს", მარიოტთან მოსულმა თანამბრძოლებმა,  ნიღაბი ჩამოხსნეს....საბა დაიჭირეს “პოლიციის” მაღალჩინოსანზე თავდასხმის გამო.საბა ნაცემია, თუმცა ის ცემეს არა რეჟიმისთვის უკვე ჩვევად ქცეულ სტილში (დაკავებისას),  არამედ დაკავების შემდეგ,  სამმართველოში მიყვანისას, სანამ იზოლატორში შეიყვანდნენ. ოქმის შედგენის შემდეგ, ოთახიდან გავიდა გამომძიებელი და მის საცემად, ოთახში შევიდნენ ნიღბიანები; რამდენიმე საათის შემდეგ, სადამსჯელო ოპერაცია გაგრძელდა სხვა სართულზე, სადაც საბას მოსთხოვეს დანაშაულის აღიარება - მიიღეს მტკიცე უარი, რის შემდეგაც, რეჟიმის უნიღბო მსახურებმა, კვლავ დატოვეს ოთახი და შემოვიდნენ ნიღბიანები და ისევ სცემეს. რეჟიმს ჰყავს არა პატიმრები, არამედ ტყვეები. უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც მართალი ბრძოლისთვის ისჯებიან.ბრძოლისა და წინააღმდეგობის ყოველი დღე, ერთი დღით გვაახლოებს გამარჯვებას, ყოველი ადამიანის სიმყარე, ჯიუტი და მყარი დგომა ასუსტებს და ძალას აცლის რეჟიმს" წერს ნიკა მელია. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეგი გოცირიძე
„გამშველებლის დედაც“ - მეგი გოცირიძე ხარებას და შინჯიჯაშვილის სისხლიან „რაზბორკებზე“

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: არ ვგმობ არცერთი მხრიდან ძალადობას!ხარებას ბანდამ  ცეცხლი გაუხსნა შინჯიკას ბანდას გამშველებლის დედაც

სოცმედია 1737309135

უდიპლომო ყაველაშვილი
ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.  „საქართველოს პრეზიდენტის მ...

პოლიტიკა 1737307698

 ჯო უილსონი
"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს... ამ სასტიკ რეჟიმს არ შეუძლია დააშინოს ქართველი ხალხი" - უილსონი

"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს... ამ სასტიკ რეჟიმს არ შეუძლია დააშინოს ქართველი ხალხი," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონ...

პოლიტიკა 1737306367

ხარება
დაპირისპირება "ხარებასა" და შინჯიკაშვილს შორის გრძელდება - 17 იანვარს "ასპრიასთან" სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი

"ხარებას" და გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გრძელდება - კერძოდ, დინამოს სტადიონის მიმდებარედ, ფიტნეს დარბაზ "ასპრიასთან" 17 იანვარს სროლა იყო, რა დროსაც ერთი ადამიანი, ჯონი მარიდ...

პოლიტიკა 1737306226

ირმა გიგანი
ახალგაზრდა პიანისტმა ირმა გიგანმა ვატიკანში კონცერტი გამართა

ქართველმა ახალგაზრდა ;პიანისტმა ირმა გიგანმა ვატიკანში კონცერტი გამართა. ამის შესახებ ირმას დედა, თაკო ჩარკვიანი სოცქსელში წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს: დე მიყვარხარ გილოცავ, ბედნიერი ვარ ირმა დე გენაც...

კულტურა 1737300315

თემქის პოლიცია
"არავინ ვართ თავისუფლები, სანამ რეჟიმის ტყვეები ციხეში არიან" - გუშინ, თემქის პოლიციასთან დაკავებული 6 მოქალაქიდან 4 გაათავისუფლეს

გუშინ, თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 ადამიანიდან 4 - მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი და მარიამ გილაშვილი გაათავისუფლეს. "მეგობრებო, გოგოები...

პოლიტიკა 1737297580