პოლიტიკა • 1720599296
"ქართული ოცნება" ელჩების წინააღმდეგ - დიპლომატები მმართველი პარტიის სამიზნე მას შემდეგ გახდნენ, რაც პეტერ ფიშერმა თქვა, რომ გერმანია საქართველოსთან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ აპირებს, გუშინ კი გაირკვა, რომ EU-მ საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა.
ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს დიპლომატები ფაქტობრივად ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
მმართველი პარტიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ 30 მილიონი ჯარს და შეიარაღებას არ ხმარდებოდა.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ელჩი და ასეთი ტიპის განცხადებები პირდაპირ გამიზნული არის ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესში ჩარევისთვის. ეს 30 მილიონი არაფერს არ წყვეტს და რეალურად რომ ვისაუბროთ, ეს პირდაპირ ჩვენს ჯარს და შეიარაღებას არ ხმარდებოდა. ამას წაართმევ ამ ჯარს, ანუ, საქართველოს როგორც სახელმწიფოს და აძლევ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც არ შეიძლება, რომ გამჭვირვალე ჰქონდეთ საკუთარი საქმიანობა და ბიუჯეტი, მეტყველებს ორმაგ სტანდარტზე. რატომ ფიქრობენ, რომ ქართულ საზოგადოებას, რომელსაც ევროკავშირი უნდა, რომელსაც უნდა ევროკავშირთან ურთიერთობა, ასეთი ცუდი ნაბიჯებით კეთილ სამსახურს უწევენ. პირიქით, ეს არის დაზიანება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობისა, მაგრამ იმდენად არიან ამ მყისიერ პოლიტიკურ სიტუაციაში ჩართულები და ამოცანა აქვთ, რომ რეანიმაციაში მყოფი ოპოზიცია გააცოცხლონ, ასეთ დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამენ", - ამბობს ქადაგიშვილი.
არალეგიტიმური პარლამენტის მიერ უდიპლომო პრეზიდენტის არჩევა და ამერიკული სანქციები - ეს სწორედ ის თემებია, რომლის შესახებაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-ს ინტერვიუ მისც...
პოლიტიკა • 1737788607
უკვე მეორე წელია, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ამერიკის სავაჭრო პალატა და MAC Georgia ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტიპენდიატებს ასახელებს და მათ სწავლის საფასურსა და საცხოვრებელ ხარჯე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1737788031
მურმან დუმბაძე სოცქსელში წერს: მზია ამაღლობელმა ხელი გაარტყა დგებუაძეს.საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობ ამბავს მოვყვები.1993 წლის 9 აპრილია. ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრი ავთანდილ ბერიძე (თი...
სოცმედია • 1737786470
25 იანვარს, შაბათს საქართველოში დღეს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და მცირე ნალექია მოსალოდნელი. Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან მცირე...
საზოგადოება • 1737786055
ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: დღეს, ორჯერ ზედიზედ , ისეთ რესტორანში ჩართეს " მიშა მაგარია", სადაც აკრძალული ჰქონდათ ამ შეკვეთის მიღება და "ასეთია ქურდი კაცის ბედი"-ით იყო ჩანაცვლებული, რის გამოც წლებ...
სოცმედია • 1737785673
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი. მიმდინარე კვირის შედეგები ასე ნაწილდ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1737785158
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი