"ოცნება" ჰომოფობიური შინაარსის საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს

პოლიტიკა 1713767801

ოცნება

დღეიდან "ოცნება" ჰომოფობიური შინაარსის  - "ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ" მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს.

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.

კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით, 22-27 აპრილს, შეხვედრები გაიმართება - ქუთაისის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ბათუმის, ზუგდიდის და მესტიის მოსახლეობასთან.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ამბობს, რომ ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. დეპუტატი თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ მმართველი პარტია, მიმდინარე საპროტექსტო აქციების ფონზე დედაქალაქიდან გაქცევას ცდილობს.

"ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო ცვლილებების საბაბით, რეალურად გაქცევის ოპერაცია მოაწყო თბილისიდან, სადაც მან ნახა დიდი წინააღმდეგობა საკუთარი ხალხის. დადგენილი ვადით მათ ჰქონდათ ერთი თვე, რეგიონებში საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად, მიუხედავად იმისა, რომ ესეც იციან, რომ არ გავა, გამომდინარე რაოდენობიდან, ესეც არის გზა წინასაარჩევნო კამპანიის ბიუჯეტის ფულით დაწყების. როდესაც ერთკვირიან ვადაში ასე უცებ-უცებ აკეთებენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ეს არის გაქცევა დედაქალაქიდან, სადაც მათ ხმამაღლა ეუბნებიან, არა რუსულ კანონს, კი ევროპას", - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ორსული დაღუპული
ვიდეო - დაღუპული ორსული ქალის კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან

ცოტა ხნის წინ, ფეხმძიმე ქალის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. როგორც ირკვევა, გარდაცვალების მიზეზი თრომბია. სოციალურ ქსელში ვრცელდება დაღუპული ორსული ქალის კადრები, რომელიც სქესის გაგების...

სოცმედია 1716778878

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
“პოლიტიკის ხიბლიც მაგაშია” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი: მომწონს, როცა “რა დროს შინაარსია, ქვეყანა იღუპება” პარტიები, ერთმანეთს ასწრებენ შინაარსზე შეთანხმების ხელმოწერაზე მზადყოფნას 🚬 პოლიტიკის ხიბ...

სოცმედია 1716778562

ვიზიონერის მონაცემები
26 მაისს, მარშში მონაწილეობა 80 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, პრეზიდენტის ღონისძიებას კი 20 000-მდე დაესწრო - Visioner-ის მონაცემები

 Visioner-ის ცნობით, 26 მაისს მარშში მონაწილეობა 80 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, პრეზიდენტის ღონისძიებას კი 20 000-მდე დაესწრო - ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელში წერს. "დღეს ერთ-ერთი ყველაზე...

პოლიტიკა 1716778398

ვაშაძე
„მივესალმები ერთიანობისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს“ - გიორგი ვაშაძე "ქართულ ქარტიაზე"

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის შეთავაზებულ "ქართულ ქარტიას" მიესალმება. ოპოზიციონერი ლიდერი ფირქობს, რომ გამარჯვების მიღწევა სწორედ დიდი ერთიანობით არის შესაძლებელი.   „ვფიქ...

პოლიტიკა 1716778280

ენმ
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ “ქართულ ქარტიას”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უერთდდბა პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ “ქართულ ქარტიას” - ამის შესახებ განცხადება პარტიის პრესსამსახურმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელე.   “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მ...

პოლიტიკა 1716778198

ჯაფარიძე ხოშტარია
"გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა" ხელს აწერენ "ქართულ ქარტიას"

"გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა" ხელს ვაწერთ "ქართულ ქარტიას," - ორი პარტია განცხადებას ავრცელებს. ისინი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შექმნილ "ქართულ ქარტიას" მიესალმებიან.   "პარტიებ...

პოლიტიკა 1716778111