"ოცნება“ კონტრაქციისთვის ემზადება - ივანიშვილის გუნდი 29 აპრილს რუსული კანონის მხარდასაჭერ აქციას ატარებს

პოლიტიკა 1713771104

ოცნება

"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ითვალისწინებენ მხარდამჭერების თხოვნას და 29 აპრილს, პარლამენტთან "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" ჩაატარებენ. აქცია "რუსული კანონის" მხარდასაჭერად გაიმართება.

 

პარტია ამტკიცებს, რომ წელს, შარშანდელისგან გასნხვავებით,  რუსულ კანონზე "რადიკალურმა ოპოზიციამ შეცდომაში ჩვენი თანამოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილის შეყვანა შეძლო".

 

"ოცნების" მტკიცებითვე, პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9 500 შეადგინა. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ყველას აჩვენებენ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა.

 

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონი "ოცნებამ" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები უწყვეტად იმართება.

იხილეთ განცხადება სრულად:

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუმცა, უკვე ცხადია, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, წელს რადიკალურმა ოპოზიციამ შეცდომაში ჩვენი თანამოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილის შეყვანა შეძლო. პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9,500 შეადგინა. აშკარაა, რომ კეზერაშვილის, ხაზარაძის და მდიდარი „ენჯეოების“ არაკეთილსინდისიერი დონორების მიერ რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებაში ჩადებულმა მრავალმილიონიანმა ინვესტიციამ არ გაამართლა. ქართული საზოგადოება უკვე იმდენად არის პოლიტიკურად მომწიფებული, რომ ვერავითარი ფულით მას შეცდომაში ვერ შეიყვან. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60 პროცენტს აჭარბებს, ხოლო ერთადერთ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ბარიერის გადალახვას ახერხებს, მხოლოდ 12-პრეოცენტიანი რეიტინგი აქვს. ამ ფონზე, პოლიტიკურად გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და ე.წ. პრეზიდენტი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, რაც ჩვენი მხარდამჭერების, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს.

ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას. მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას. პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ პოლიტიკურ უმცირესობას ვერ მივცემთ სპეკულირებისა და ხალხის სახელით საუბრის უფლებას.

ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები - მამული, ენა და სარწმუნოება. ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მირცხულავა
„არც ერთ ხელისუფლებას და ხელისუფალს ასეთი წონადი პოლიტიკური დოკუმენტი არ დაუდევს“ - გოჩა მირცხულავა პრეზიდენტის ქართულ ქარტიაზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: არც ერთ ხელისუფლებას და ხელისუფალს, მიუხედავად მისწრაფებებისა, ასეთი წონადი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელმაც სახელმწიფოში მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილებები უნდა განაპირო...

სოცმედია 1716779636

სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტის "ქართული ქარტია" - სრული ტექსტი

 სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს "ქართული ქარტია" შესთავაზა. რას გულისხმობს მისი ეს ინიციატივა, გთავაზობთ ზურაბიშვილის ტექსტს სრულად: "ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა,...

პოლიტიკა 1716779123

ვეტო
ვეტოს საკომიტეტო განხილვის პარალელურად, პარლამენტთან 09:00 საათზე აქცია გაიმართება

"ვერთიანდებით ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ!" - რუსული კანონის მოწინააღმდეგეები,დღეს, 27 მაისს, 09:00 საათზე პარლამენტის უკან აქციას აანონსებენ.   შეგახსენებთ, რომ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პ...

პოლიტიკა 1716778999

ორსული დაღუპული
ვიდეო - დაღუპული ორსული ქალის კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან

ცოტა ხნის წინ, ფეხმძიმე ქალის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. როგორც ირკვევა, გარდაცვალების მიზეზი თრომბია. სოციალურ ქსელში ვრცელდება დაღუპული ორსული ქალის კადრები, რომელიც სქესის გაგების...

სოცმედია 1716778878

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
“პოლიტიკის ხიბლიც მაგაშია” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი: მომწონს, როცა “რა დროს შინაარსია, ქვეყანა იღუპება” პარტიები, ერთმანეთს ასწრებენ შინაარსზე შეთანხმების ხელმოწერაზე მზადყოფნას 🚬 პოლიტიკის ხიბ...

სოცმედია 1716778562

ვიზიონერის მონაცემები
26 მაისს, მარშში მონაწილეობა 80 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, პრეზიდენტის ღონისძიებას კი 20 000-მდე დაესწრო - Visioner-ის მონაცემები

 Visioner-ის ცნობით, 26 მაისს მარშში მონაწილეობა 80 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, პრეზიდენტის ღონისძიებას კი 20 000-მდე დაესწრო - ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელში წერს. "დღეს ერთ-ერთი ყველაზე...

პოლიტიკა 1716778398