„ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას იწყებს
პოლიტიკა • 1756908751
„ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას იწყებს. პარლამენტში, მამუკა მდინარაძის შემცვლელის მიერ გაკეთებული განცხადებით, ივანიშვილი პარტია გეგმავს ოპოზიციური პარტიის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ სარჩელი თეა წულუკიანის მიერ მომზადებულ დასკვნას ეფუძნება და პროცესები საჯარო იქნება.
460 გვერდიანი დასკვნის საფუძველზე აუცილებლად მომზადდება ძალიან მყარი და საფუძვლიანი სარჩელი, რომელიც წავა საკონსტიტუციო სასამართლოში როგორც დაანონსებული გვაქვს და საზოგადოება დააკვირდება ასევე პირდაპირ ეთერში იმ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში, რასაც აკვირდებოდა თვეების მანძილზე, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვას დადებითად აფასებს "ოცნების" კიდევ ერთ წევრი ლევან მაჭავარიანი.
საგამოძიებო კომისიას ყველა ვადევნებთ თალყურს პირდაპირ ეთერში და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამ დასკვნაში არის ასახული, ის სიტემური წამება და გაუპატიურება, რაც წარმოადგენდა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის ყოველდღიურობას. ოჯახების საძნებლებში თალთვალი, ბიზნესის სიტემური რეკეტი, არაადამიანური მოპყრობა და ა.შ. და ეს ყველაფერი არის ფაქტებზე დაფუძნებული. ჩვენ მოვამზადებთ ახლო მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელს და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ პარტიის აკრძალვასთან დაკავშრებით, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
ამავე აზრს იზიარებენ ივანიშვილის პარტიის სხვა წევრებიც.
იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, ეს "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გაუქმდეს, - ამბობს შოტა ხაბარელი. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" ოპონენტების წინააღმდეგ შურისძიებას და რეპრესიებს აგრძელებს.
სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...
კრიმინალი • 1781246672
"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...
პოლიტიკა • 1781246237
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...
სოცმედია • 1781237494
ბათუმის ბულვარში სროლა იყო | ინფორმაციას გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა არსებული ინფორმაციით, ახალი ბულვარის ტ...
შემთხვევა • 1781236944
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს | ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ და წერენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე...
შემთხვევა • 1781236840
"არსებობს კავშირი რუსეთი-ბელორუსი-ყაზახეთი-სომხეთი. ამ კავშირს აქვს ფულადი ბრუნვა და ამ მთელი ფულადი ბრუნვის 0.18% საჩუქრად მიდის სომხეთთან. ეს უზარმაზარი თანხაა, დღესაც სომხეთი ამ ფულით ცხოვრობს. სომ...
პოლიტიკა • 1781186174











