"ოცნება საკუთარ მოედანზე დავამარცხეთ, კომისია იმპოტენტია" - გახარიას გუნდი
პოლიტიკა • 1744714727

გახარიას გუნდში ირწმუნებიან, რომ ექსპრემიერის არალეგიტიმურ პარლამენტში ე.წ. კომისიაზე გამოცხადება გამბედავი ნაბიჯი იყო. მეტიც, ზაზა თავაძე "პირველებთან" ამბობს, რომ გიორგი გახარიამ გუშინ "ოცნება საკუთარ მოედანზე დაამარცხა".
თავაძე ფიქრობს, რომ წულუკიანის კომისიას გახარიას გუშინდელი განცხადებებით "დაესვა წერტილი, გახდა ქმედუუნარო და იმპოტენტი"
მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთი ცალკე აღებული გამბედავი, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ნაბიჯი, რომელმაც შემოიყვანა თამაშში ხალხო ბიძინა ივანიშვილი და მე პირდაპირ გეტყვით, რომ აქციებზე ყოფნისას და სხვადასხვა დისკუსიებში ყოფნისას, ბევრი ადამიანი პირდაპირ მეუბნებოდა, რომ ჩვენ ვართ თქვენი მხარდამჭერები იმ შემთვევაში, თუ გიორგი გახარია იტყვის რატომ გადადგა და 20 ივნისს ვინ გასცა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე. შესაბამისად ეს კითვები საზოგადოებამ მიიღო და ახლა თქვენ თუ მეუბნებით, რომ იქ ვიღაცა ვიღაცას რაღაცას დაპირდა და ამიტომ არ უნდა მისულიყო გიორგი გახარია - ბოდიში რა. "ოცნება" დამარცხებულ იქნა საკუთარ მოედანზე. ამ კომისიას ფაქტობრივად დაესვა წერტილი, ეს კომისია გუშინდელი დღის მერე არის ქმედუუნარო და იმპოტენტი, შესაბამისად, ის ჰიბრიდული პროპაგანდა და ომი, რაც ხორციელდებოდა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ, ეს შეჩერდა. ახლა საზოგადოებამ განსაჯოს - გახარია მოიქცა, როგორც პასუხისმგებლიანი, თანმიმდევრული და გამბედავი პოლიტიკოსი, თუ არა", - ამბობს ზაზა თავაძე. ცნობისთვის, 14 აპრილს, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია გამოიკითხა.

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნება სათუო ხდება.ევროკავშირი აპირებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლები გააფართოვეს, მეორე მხრივ კი, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ უვიზო მიმოსვლა „ღვ...
პოლიტიკა • 1745736664

გრუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა აღიარა ჩრდილო კორეელი სამხედროების მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში. კერძოდ, გერასიმოვმა პუტინს კურსკის ოლქის "გათავისუფლება" უპატაკა, სადაც...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745735958

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილის დღის ბოლოდან 27 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერ...
საზოგადოება • 1745735245

კანადაში, ვანკუვერში მანქანა ფესტივალის დროს ხალხში შევარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა მათი რიცხვი არ კონკრეტდება. მანქანის მძღოლი დაკავებულია. შემთხვევა კი...
მსოფლიო • 1745734900

ვაფასებ ტრამპისა და მისი გუნდის მუშაობას უკრაინაში, პუტინის ბარბაროსული ომის სამართლიანად დასასრულებლად - წერს x-ზე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და რუსეთის წინააღმდეგ, დამატებითი სანქციების დაწე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745734818

რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებები გამართოს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის წარმომადგენლი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745733809