"ოცნება"კვლავაც რუსულ ინტერესებს ატარებს, გავრილოვის სისხლიანი ღამის გამო ხელისუფლება უნდა წავიდეს მმართველობიდან" - ალექსანდრე არჩვაძე
პოლიტიკა • 1561114440
ანტისაოკუპაციო აქცია გუშინ ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია. "ნიუპოსტი" აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ესაუბრა, რომელიც მოვლენების უშუალო თვითმხილველი იყო. 27 წლის ალექსანდრე არჩვაძე, რომელიც "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრია, ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაუსწორდა საკუთარ მოქალაქეებს იმის გამო, რომ ისინი ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლის პარლამენტში მისვლას აპროტესტებდნენ.
"დღეს, როცა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, როცა უკვე ტითქმის სამასი წელია ქართველი ხალხი იბრძვის რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ, დღეს 21-ე საუკუნეში, ჩვენი ხელისუფლება კვლავაც რუსულ ინტერესებს ატარებს. ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაშია, ჩვენ უნდა დავბრუნდეტ ევროპაში, რომელიც ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა იყო და რომელსაც სწორედ რუსეთმა მოგვწვიტა. "ქართული ოცნება" ჩვენ, ახალგაზრდებს და საქართველოს მოქალაქეებს ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით დაგვიპირისპირდა, უფრო მეტიც, მათ გამოიყენეს ისეთი ტყვიები, რომლითაც ადამიანებმა ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. გავრილოვის სისხლიანი ღამის გამო ხელისუფლება უნდა წავიდეს მმართველობიდან. მე ვიყავი მოვლენების ეპიცენტრში და საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ დაუნდობლად გვისწორდებოდნენ და დამიზნებით ისროდნენ ტყვიებს" - აცხადებს ალექსანდრე არჩვაძე.
"ოცნების" ხელისუფლებამ მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაარბია. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები ესროლეს და ცრემლსადენი გაზის კვამლში გაახვიეს. არ დაივიწყეს არც წყლის ჭავლის გამოყენება.
პროტესტი და საზოგადოების აღშფოთება კი საქართველოში რუსული დელეგაციის შემოშვებას, რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და მისთვის წითელი ხალიჩის დაგებას მოჰყვა.
სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - თბილისის, აჭარის და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა -ტარების ფაქტებზე 4 პირი დააკა...
კრიმინალი • 1776407392
20 აპრილს მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება - მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ | ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი და განათლ...
განათლება • 1776407088
ლალი მოროშკინა: ატყობთ,რომ ჩუმად ვარ?მწერთ რას ვფიქრობ ცალკე მაკა ბოჭორიშვილზე და ცალკე ზახაროვას პასუხზე?ვფიქრობ, ის მომენტია,როდესაც ყველამ ტაიმ აუტი უნდა ავიღოთ.მესმის,რომ მინისტრის განცხადებები იმ...
სოცმედია • 1776405969
"მეუფე შიო როცა დაასახელა, დაიბარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქმა. არაფორმალური მმართველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. ჩამოწერილი 5 თემა იყოო. როცა მოდიოდა ყოფილი...
საზოგადოება • 1776401796
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეეში...
პოლიტიკა • 1776399699
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სა...
პოლიტიკა • 1776398675












