“ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს დემოკრატიაზე თავდასხმა“ - ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება
პოლიტიკა • 1759898389
ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზეა საუბარი.
განცხადებაშუ ვკითხულობთ, რომ არჩევნები „შეზღუდულ გარემოში ჩატარდა, “ქართული ოცნების” თვითდანიშნული ოფიციალური პირების მიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თვეების განმავლობაში მიმდინარე რეპრესიების კონტექსტში“.
ევროპარლამენტარები გმობენ იმ ფაქტს, რომ “ოფიციალურმა პირებმა ფაქტობრივად აღკვეთეს სანდო საარჩევნო დამკვირვებლების დასწრება“.
„ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ოფიციალურმა პირებმა ფაქტობრივად აღკვეთეს სანდო საარჩევნო დამკვირვებლების დასწრება - ეუთო/ოდირისთვის დაგვიანებით გაგზავნილი მოწვევით და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვებით ხელი შეუშალეს ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დაკვირვებას”, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, შეშფოთებას გამოთქვამენ „არჩევნების შემდეგ ქუჩებში ძალადობრივი შეტაკებებით და ყველას სიმშვიდისკენ“ მოუწოდებენ.
„ქართულ ოცნებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს დემოკრატიაზე თავდასხმა და პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებებს, შეწყვიტოს დემონსტრანტების დაპატიმრება და უკანონოდ დაკავებულები გაათავისუფლოს.
ასევე ვგმობთ მზარდად აგრესიულ კამპანიას ევროკავშირის წინააღმდეგ, მათ შორის პერსონალურ თავდასხმებს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ელჩებზე, ევროპელ პოლიტიკოსებსა და ცალკე წევრ სახელმწიფოებზე”, - აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე თქმით, “ქართული ოცნების“ განზრახვა, ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით, ავტორიტარული რეჟიმისკენ სვლის ახალი კულმინაცია იქნება”.
ვიმეორებთ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოებისადმი ჩვენს მოწოდებას, დაუყოვნებლივ იმოქმედონ და პერსონალური სანქციები შემოიღონ “ქართული ოცნების” საკვანძო პოლიტიკური ლიდერებისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ”, - ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივი განცხადებას ხელს აწერენ:
დევიდ მაკალისტერი (საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე),მუნირ სატური (ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე),სერგეი ლაგოდინსკი (Euronest საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე), ნილს უშაკოვსი (სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე) რასა იუკნევიჩიენე (საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი).
ივანიშვილის დამნაშავე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური დევნის გაძლიერება ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო ძლიერი წინააღმდეგობის საფუძველი გახდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პოლიტიკურმა პატიმრებმა და მათი ოჯახი...
პოლიტიკა • 1762525225
დაიწყებს თუ არა "ოცნება" სამართლებრივ დევნას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის და ყოფილი პრემიერის წინააღმდეგაც? - 8 ოპოზიციონერი ლიდერის სისხლის სამართლის საქმეში სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას...
პოლიტიკა • 1762522581
"პირველებმა" იმ ოქროს მოწმეების ვინაობა გაარკვია, ვინც რვა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენებები მისცა. 36 ტომიან საქმეს ორი მოწმე ჰყავს - ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი. სწორედ "ნეიტრ...
პოლიტიკა • 1762522090
"რომ არ ყოფილიყო ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი, დღეს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და მშვიდობიანი სახელმწიფო არ იარსებებდა! უამრავი გაუბედურებული ოჯახი, დახოცილი და დევნილობაში მყოფი მოქალ...
სოცმედია • 1762519794
სინდისის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის და, ქეთუნა ქერაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ახალ სამართლებრივ დევნას ეხმაურება და წერს, რომ ამ ლოგიკით, რასაც ახლა "ოცნება" ოპონენტების...
სოცმედია • 1762446349
31 ოქტომბერს იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის ყოველწლიური ღონისძიება — eCommerce Day Georgia გაიმართა. შეხვედრაზე მსოფლიო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1762439111










