„ოცნების“ ახალი აკვიატება - წულუკიანის ე.წ. კომისია ამტკიცებს, რომ 2004 და 2008 წლის არჩევნები გაყალბდა

პოლიტიკა 1739784377

 წულუკიანი ევროსაბჭოს

 
"ქართული ოცნება" 2004 წლის არჩევნების გაყალბებას იძიებს. მაშინ, როცა დასავლური სამყარო ტოტალურად გაყალბებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, "ოცნება" 21 წლის წინანდელ მოვლენებს სწავლობს. თეა წულუკიანი და სოზარ სუბარი ვარდების რევოლუციიდან 21 წლის შემდეგ ადგენენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მაშინდელ თავმჯდომარეს, ზურაბ ჭიაბერაშვილს ჰქონდა თუ არა ხელი სწორად მოწერილი ყველა საბუთზე.

გარდა 2004 წლის არჩევნებისა, "ოცნება" ამტკიცებს, რომ გაყალბდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც, სადაც, მათი თქმით, ცესკომ მეორე ტური ლევან გაჩეჩილაძეს მოპარა. ივანიშილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ პარასკევს პარლამენტში ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და ნათია მოგველაძე დაიბარონ.

 

ეს არის ის საჩივარი, სადაც „ლეიბორისტულმა პარტიამ“ უჩივლა სახელმწიფოს. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა დარღვევა და თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე, შევახსენებ ყველას, ეს ის საპარლამენტო არჩევნებია, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ჩენს ქვეყანაში ხელისუფლებაში, აი, ასეთი არჩევნებით მოვიდა, სადაც 60 ათას ადამიანს წაართვეს ხმის უფლება. ვინ ხელმძღვანელობდა ცესკოს 2004 წლის 28 მარტს? ეს გვჭირდება ჩვენ აუცილებლად, - თქვა სხდომაზე წულუკიანმა. 
თეა წულუკიანმა სხდომაზე სტრასბურგში, ასამბლეაზე, 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გერმანელი დეპუტატის გამოსვლა გაიხსენა და მას სამარცხვინო და მიკერძოებული უწოდა.

 

მე გახლდით სტრასბურგში რამდენიმე დღის წინ და გერმანელი დეპუტატი შვაბე წამოდგა ასამბლეაზე და განაცხადა სამარცხვინოდ, ვეთანხმები იმ მოსაზრებასო, რომ 2024 წელს საქართველოში არჩევნების  დღეს არჩევნები არ გაყალბებულაო, მაგრამ არჩევნების შედეგები პრობლემაა იმის გამო, რაც ხდება არჩევნების შემდეგ ქუჩაშიო. ეს არის სამარცხვინო განაცხადება და ანგაჟირებული პოლიტიკურად და მიკერძოებული, - თქვა წულუკიანმა. 
საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვაზე დაიბარებენ იმ პირებსაც, ვინც 2008 წელს ხელისუფლებაში იყვნენ. იგეგმება ნიკა გვარამიას და ბათუ ქუთელიას გამოკითხვაც. გარდა ამისა, აგვისტოს ომის საკითხზე შესაძლოა, დაიბარონ საიას წარმომადგენლებიც.

 

თეა წულუკიანმა ყველას გამოკითხვაზე მისვლისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიმუქრა, რომ უმკაცრესად დაისჯებიან.

 

"ცეცხლს ნუ ეთამაშებით! ვისაც დაგიბარებთ პარლამენტში, უნდა მოხვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებით!, - თქვა თეა წულუკიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მაკო გომური
"ქოცების სასამართლოში არ მივალ" - მაკო გომურის პირველი კომენტარი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე

მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამ...

პოლიტიკა 1762958294

ქოცები ყვარელი
„ყვარლის მერის მოადგილემ საკრებულოს თავმჯდომარის ძმას სცემა, შემდეგ ძმებმა - მას“ - პროკურატურა

პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინა...

კრიმინალი 1762955531

იტალიის პოლიცია
ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით იტალიაში, ქალაქ რომში, საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ქალაქ რომში, ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებ...

კრიმინალი 1762955427

დოროთე ყურაშვილ
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია"- ევროკომისიის პასუხი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს

"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია" | ასე პასუხობს ევროკომისიის წარმომადგენელი დავიდ კულენი არქიმანდრიტ დოროთე...

პოლიტიკა 1762953937

ბიძნა გახარია
"ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა" - გახარიას გუნდის პირველი კომენტარი

 გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ. როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილ...

პოლიტიკა 1762952375

მირცხულავა
"აბა რა ეგონა(თ)... აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა"... ვაი, თქვენს პატრონს უბედურს“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: რა ვიცი... ვიცი? არ ვიცი?! ანუ "აბა რა ეგონა(თ)...აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა".და ის, ალტერეგო რომ ჰყავს - შარა-შარა-შიძე, ნაცმოძრაობის...

სოცმედია 1762950250